მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად  გრძელდება .  დღეს  მიდინარე სამუშაოებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად,  გაეცნო.
დატბორვის საწინააღმდეგო დამბის, გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს, სადაც გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს.
სამუშაოები  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ფინანსდება და მისი ღირებულება 520 434 ლარს შეადგენს.
ნაპირსამაგრი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

 

სხვა ვიდეოები