მარტვილში, დასაფლავების დროს მესაფლავეებმა ოქროსა და ვერცლის მონეტებითა და ფირუზისთვლებიანი ბეჭდებით სავსე ქოთანი იპოვეს

მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის გივი ელიავას ინფორმაციით, 21 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მაყვალა კეკელიას დასაფლავებისას, მესაფლავეებმა აღმოაჩინეს ქოთანი. ქოთანი საფლავის თხრისას გაუტყდათ და იქიდან ოქროსა ვერცხლის მონეტები, ფირუზისთვლებიანი ვერცხლის ბეჭდები გადმოსცვივდა. მესაფლავეებმა დაინაწილეს ნაპოვნი ძვირფასეულობა. ერთმა მათგანმა მისი წილი ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ბეჭდები, ქუთაისში ოქროს ბირჟაზე მოქალაქე ა. ჭ. ჩააბარა 10885 ლარად.
მისი თქმით მაყვალა კეკელიას ოჯახმა მას გადმოსცა 16 ცალი მონეტა, რომელთა შემადგენლობა და ისტორიული ასაკი დადგენილი არ არის.
მაყვალა კეკელია ბანძის ეკლესიის ყოფილი მღვდლის ანტონ კეკელიას შვილიშვილია. გივი ელიავას აზრით ნაპოვნი მონეტები ეკლესიის საგანძურს წარმოადგენდა. გივი ელიავამ შეძლო და ოქროს ბირჟიდან ა.ჭ. დაათმობინა 8 ცალი მონეტა და ერთი ცალი ვერცხლის ბეჭედი ფირუზის თვლით.
ამჟამად გივი ელიავას მიერ მოძიებული ყველა მასალა სამართალდამცველებს აქვთ დალუქული. ფაქტზე შსს მარტვილის პოლიციის რაიონულ სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 საქმე სხვა მონეტების მოსაძიებლად.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk