მარგველაშვილი: რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს, – ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!. შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო – პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავისი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ემსახურებიან ალალ-მართლად.

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში… მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?! სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

წყარო: imedinews

სხვა ვიდეოები