მაღალმთიან აჭარაში 112 მოსწავლეს მედალი გადაეცა

მაღალმთიან აჭარაში 112 მოსწავლეს მედალი გადაეცა. „აიპრესს“მონაცემები მუნიციპალიტეტების რესურსცენტრის უფროსებმა მიაწოდეს.

ხულოში 2015-2016 სასწავლო წლის 11 ვერცხლის ხოლო 37 ოქროს მედალი გადაეცათ.

შედარებით ცოტაა ქედის მუნიციპალიტეტში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების რაოდენობა. დურმიშხან შავლიშვილის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში 10 ოქროს ხოლო 2 ვერცხლის მედალოსანია.

შუახევის რესურსცენტრის უფროსის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით შუახევში სულ 52 მოსწავლე დაჯილდოვდა, 16 ოქროს ხოლო 36 ვერცხლის მედალოსანია შუახევში.
აჭარაში 2015-2016 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გუშინ გაიმართა. ზურაბ პატარაძემ მედალოსნებს სკოლის საუკეთესო შედეგით დამთავრება მიულოცა, წინსვლა და წარმატებები უსურვა და ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

,,ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მედალოსნებს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატებები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს რეგონს ჰყავს ბევრი განათლებული ახალგაზრდა. ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის და წარმატებისთვის.

მითუმეტეს დღეს, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლა და ახალგაზრდებისთვის არსებობს უამრავი საინტერესო პროგრამა და გამოცდილების გაზიარების საშუალება.

ჩვენ გვჭირდება განათლებული მომავალი თაობა, ამიტომაც, მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები, გააგრძელონ სწავლა, მიიღოთ ევროპული განათლება, რადგან ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მომავლისათვის. კიდევ ერთხელ, ვულოცავ დღევანდელ დღეს ყველა მედალოსანს და ვუსურვებ წინსვლასა და წარმატებებს“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიებაზე წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს და ვერცხლის მედლები ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა გადასცეს. ოქროს მედლის მფლობელი 166 კურსდამთავრებული, ხოლო ვერცხლის მედლის კი – 92 კურსდამთავრებული გახდა.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

პროექტს „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების ქვეპროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.
“ipress.ge”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk