ლევან მაკალათია ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია  მერიის საკონფერენციო დარბაზში, ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარ წარმომადგენლებს შეხვდა.

მერმა  თითოეულ სოფელში არსებული სტუაციის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენლებისგან მოისმინა, დეტალურად გაეცნო ყველა პრობლემურ საკითხს ერთად განხილვისა და დროული მოგვარებისთვის.
„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მოსახლეობის გვერდით დგომა, მათი გასაჭირის გულთან მიტანა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეების პრობლემები დროულად გადაიჭრას, თავდაუზოგავი მუშაობაა აუცილებელი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ზამთრის სეზონი მოდის, სოფელში ხალხს დახმარება სჭირდება, თითოელმა ოჯახმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მათთან ვართ“, _განაცხადა თათბირზე ლევან მაკალათიამ.

შეხვედრას სამსახურების უფროსები და საკრებულოს წევრები  ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები