ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს  აგრძელებს.

ამჯერად ლაშა გოგია ხეცერასა და აბასთუმანის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიტა კოდუა წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს 4 წლიანი სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„აბასთუმანში ყველაზე დიდ პრობლემას გზა წარმოადგენდა, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ვაგვარებთ ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას. აბასთუმანში ახალი გზა დაიგო, რომლისთვისაც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2018 წელს კი გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპს განვახორციელებთ, რასაც მოჰყვება გარე განათების მოწყობა. მოხდება აბასთუმანი-ურთას საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების ქსელის მოეწყობა სხვადასხვა უბნებში. რაც შეეხება ხეცერას, მომავალ წელს საბეჭვაიოსა და საკოდუოს უბნის (ნარაზენის ცენტრალური გზიდან ხეცერას მიმართულებით) გზის რეაბილიტაციას განვახორციელებთ“ ,- განაცხადა გოგიამ.
აბასთუმანსა და ხეცერაში 2013 წლიდან მოწესრიგდა შიდა გზები, რეაბილიტირდა საბავშო ბაღი, მოეწყო გარე განათება. წელსვე დასრულდა გაზიფიცირება და ბუნებრივი აირი ყველა ოჯახს მიეწოდება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk