კურორტ „გოდერძიზე“ მიწის კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც კურორტ “გოდერძის” ტერიტორიაზე საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად დაკავებული აქვთ მიწის ნაკვეთები, კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო.
პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს კომისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.
ამ დროისთვის მოქალაქეებთან 14 ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. დღევანდელ სხდომაზე შესაბამისმა კომისიამ დამატებით მოქალაქეთა განცხადებები განიხილა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესი გრძელდება. კომპენსაციების მიღებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
საკადასტრო-აზომვითი ნახაზი
2 მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება
ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ნოტარიულად დამტკიცებული განცხადება
ამ დოკუმენტებით დადასტურდება, რომ მოქალაქეს ბოლო 10 წლის განმავლობაში 2016 წლის დეკემბრამდე ან თვითნებურად აქვს დაკავებული, ან მართლზომიერ, ან საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი.
კომპენსაციების გაცემის შემდეგ კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი დაიწყება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საინვესტიციო წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია, რომლის განხილვის შემდეგაც ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება.
„გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების დოკუმენტით ტერიტორიის ზონირება განხორციელდა. განსაზრღვრულია კონკრეტულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახეები.
განაშენიანების დოკუმენტი კურორტზე მაღალი დონის სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების და სხვა საზოგადოებრივი ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.
“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk