კურორტ ბეშუმში “შუამთობა 2017” 5-6 აგვისტოს გაიმართება

ხულოში, კურორტ “ბეშუმში” სახალხო ზეიმი “შუამთობა 2017” 5-6 აგვისტოს გაიმართება. ზეიმის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები.

მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც წარმოგენილი იქნება სხვადასხვა ხეობისთვის დამახასიათებელი კერძები. ასევე გაკეთდება საკონცერტო სცენაც, და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგებიან.

გაიმართება  “დოღი”, გამარჯვებულს კი სხვა პრიზებთან ერთად ტრადიცული საჩუქარი,  ცხვარი გადაეცემა.

სახალხო დღესასწაულზე ახლად დაქორწინებულებს სხვა საჩუქრებთნ ერთდ 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულს გადასცემენ.

“აიპრესთნ” ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თორნიკე მიქელაძე აცხადებს, რომ ღონისძიებისთვის, ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 ათასი ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის, ზეიმი “შუამთობა” მესაქონლეობასთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც მთაში ყოფნის შუა პეროდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ ეწოდეაბა “შუამთობა”.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები