”კომენდაცია” -“აკრძალვას” არ გულისხმობს

ნურიის ტბა – რეკომენდაციების მიუხედავად ტბის ირგვლივ მეთევზეებს მაინც ნახავთ.”კომენდაცია” “აკრძალვას” არ გულისხმობს, ამიტომ ფიქრობენ, რომ თევზჭერაში საშიში არაფერია. მათი თქმით უკვე წლებია აქ დაჭერილ თევზს მიირთმევენ, პრობლემა კი არასდროს ჰქონიათ. მათ შორის არც მაშინ, როცა ტბაში ტოქსიკური ციანობაქტერიის დონის მომატების გამო, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თევზჭერა აკრძალეს.

მეთევზეები იხსენებენ, რომ  პანიკის მიუხედავად, პროცესს მაშინაც მშვიდად უყურებდნენ. უფრო მეტიც ამბობენ, რომ ამ ტბაში დაჭერილი თევზი განსაკუთრებით გემრიელია. ისინი პრობლემის სხვა მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ტბას ზღვასთან ნაწილობრივი კავშირიც შეუწყდა, რის შემდეგაც  “უცნაური”  შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი კი ციანობაქტერია იყო.
” 76 ლარი შევაგროვეთ, ნურიის ტბაში დაჭერილ თევზს კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩავუტარეთ, არაფერი საშიში და საპრობლემო არ ყოფილა” – ყვება მეთევზე. უკვირს,  რატომ დატოვეს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე რეკომენადაციის დაფა.

ნურიის ტბა უკვე ერთი წელია ლაბორატორიული და ვიზუალური დაკვირვების ქვეშაა. მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ შემუშავებული 5 ეტაპიანი გეგმის განხორციელება. ლაბორატორიული კვლევები ყოველ სამ თვეში ტარდება. წყალმცენარეების რაოდენობა ტბაში ისევ ჭარბობს. სპეციალისტები აკვირდებიან, დაიწყებს თუ არა წელსაც ლურჯ-მწვანე წყალმცენარე ყვავილობას.
“რა დოზით არის ციანობაქტერიისგან გამოყოფილი ტოქსინები თევზში, ეს არავინ იცის.   ლაბორატორია, სადაც მსგავსი ტიპის კვლევას ჩაატარებენ საქართველოში არ არის” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე. მოწამვლის ფაქტს, ვერც   ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იხსენებს. მისი განმარტებით, ტბის გაჯანსაღების პროცესი მარტივი და სწარაფი ვერ იქნება. ის დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებულია.  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წყალი გადაიტუმბოს და ახალი არტეზიული წლებით შეივსოს.

“აჭარის ტელევიზია”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk