ხულოში, ოპოზიციონერები მწვანე ტბაზე საპირფარეშოს თანხებს აპროტესტებენ

ხულოს საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციურმა პარტიამ მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოს მშენებლობის საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, 11 ათას 500 ლარით მწვანე ტბის ტერიტორიაზე სველი წერტილების მოწყობა, მოწესრიგება ვერ განხორციელდება და აღნიშნული თანხები აუთვისებელი დარჩება.

“მწვანე ტბასთან დაკავშირებით ახლავე შეიტანონ ცვლილება. ნებისმიერ მეწარმეს დაურეკონ და კითხონ, აღნიშნული თანხით განხორციელდება თუ არა საპირფარეშოს მშენებლობა თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. როცა იქ ტურისტი მივა და იხილავს მწვანე ტბას, რაღაც უშნო ნაგებობა თვალში საცემი არ უნდა იყოს. თავიდანვე ვაფრთხილებთ ჩვენ ამ სამსახურებს, რომ ეს თანხა არ იქნება საკმარისი“,- აღნიშნა ირაკლი ჯორბენაძემ.

ირაკლი ჯორბენაძე ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზეც საუბრობს.

მისი თქმით, ბიუჯეტში წარმოდგენილი თანხები თითქმის ვერ პასუხობს იმას, რაც მუნიციპალიტეტში მთავარ პრობლემად არის დასმული.

„ბიუჯეტში წარმოდგენილია ცარიელი ციფრები და აქ ასახული არ არის მუნიციპალიტეტის პროგრამა, მაგალითად წერია ფერდსამაგრი სამუშაოები, თანხა ჩაწერილია და რასთან დაკავშირებით იხარჯება ეს თანხა, არაა მითითებული.  გზების მოწყობა წერია, რომელი გზები ეწყობა არ ვიცით. არის კიდევ ისეთი ობიექტები, სადაც თავიდანვე ნათელია, რომ თანხა არასაკმარისი იქნება. ამიტომ თვიდანვე მოვუწოდებთ ჩვენ შესაბამის სამსახურებს , რომ ბიუჯეტს როცა წარმოადგენენ, ბიუჯეტის განხილვას თავისი წესი აქვს, შეთანხმდენ როგორც სამსახურის უფროსებთან, ასევე საკრებულოს გარკვეულ კომისიებთან, რათა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არ მოხდეს არსებული მუხლების ან ამოღება, ან გადასწორება, ან თანხის დამატება.“-განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ჯორბენაძემ.

ოპოზიციის შენიშვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი.

გამგებლის საფინანსო სამსახურის უფროსის ნადიმ ვასაძის განმარტებით: “თანხების ძირითდი ნაწილი მოხმარდება სასოფლო გზებზე, პრობლემური მონაკვეთების ბეტონის საფარის მოწყობას. ჩვენ ძირითდად პრობლემურ საკითხებს ვაფინანსებდით, ამიტომ მათი შენიშვნები უარგუმენტო იყო“.

“აიპრესი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk