ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის სისხლის ბანკი პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში განუცხადეს, უკვე დაუკავშირდნენ დონორებს და მიმდინარეობს მობილიზება სისხლის მიღების მიზნით.

”გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 39 03 13, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 ”წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის” პირველი სართული. ”ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი”, – ნათქვამია სისხლის ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მოზარდის მკურნალი ექიმის, დავით ლოლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

“შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს დაჭრილის სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით”, – განაცხადა დავით ლოლაძემ.

გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk