ხობის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 70წლის მამაკაცს ეძებენ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ოჯახი 70 წლის მამაკაცს მეორე დღეა, ეძებს.

როგორც „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტს ადგილიდან აცნობეს, დაკარგული მამაკაცის, ზაურ ხურციას ოჯახი აცხადებს, რომ ის სახლიდან 15 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი იციან.

ზაურ ხურცია ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა. როგორც დაკარგულის ოჯახი აცხადებს, იგი კარიერთან ახლოს ახლობლის ოჯახში ვახშმად გუშინწინ იმყოფებოდა, იქიდან კი ნასვამი გამოვიდა და მას შემდეგ მისი კვალი აღარსად ჩანს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე რიონი ჩაედინება. ხურციას ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მდინარეშიც ჩავარდა. 70 წლის მამაკაცის ძებნა მიმდებარე ტერიორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან ძალოვანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახური.

წყარო: sputnik-georgia

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk