ხობის მერობის ორი კანდიდატი ენმ-ის ყოფილი წევრია, ერთი – მოქმედი

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხობის მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” გოჩა ქაჯაია, “ნაციონალური მოძრაობიდან” ანტონ ადამია და “ევროპული საქართველოდან” მამუკა ჭოხონელიძე იბრძოლებენ.

მმართველმა გუნდმა არჩევანი  გოჩა ქაჯაიაზე შეაჩერა,რომელიც 2012 წლამდე “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა.დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში. დაამთავრა ქ. კალინინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

2004-2006 წლებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”  სოფელ საჯიჯაოს საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 -2012 წლებში – ენმ-დან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.  2013 წლიდან – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, 2013 – 2014 წლებში  – ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი,  2014 წლის ივნისიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

“ევროპილი საქართველო” ხობის მერობისთვის სავარაუდოდ, მამუკა ჭოხონელიძის კანდიდატურას განიხილავს. აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად REGIONINFO ჭოხონელიძეს დაუკავშირდება. მისი თქმით, “აღნიშნული საკითხი პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, ამ ეტაპისთვის არც უარვყოფ და არც ვადასტურებ.

ჭოხონელიძის ბიოგრაფიული ცნობარი კი ასე გამოიყურება:  დაიბადა 1965 წლის 22 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.

1983-86  წლებში სწავლობდა  ქ. ტვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტში. 1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. პარალელურად  – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999  წელს დაამთავრა თბილისის საზოგადოებათმცოდნეობის ინსტიტუტის პოლიტოლოგიის კურსები. 1989 – 1991 წწ. – გაზეთ „გზის“ კორესპონდენტი. 1991 – 1992 წწ. – საქართველოს ტელევიზიის I არხი. 1992 – 1995 წწ. – მცხეთის კულტურის განყოფილების მთავარი რეჟისორი.1996 – 1997 წწ. – ხობის რაიონის კინო-ვიდეოფიკაციის დირექტორი.1997 – 1998 წწ. – ხობის რაიონის გამგეობის პრესცენტრის უფროსი.1998 – 1999 წწ. – ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე.1999 – 2001 წწ. – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი.2001 – 2003 წწ.   –  ხობის რაიონის გამგეობის შრომის, დემოგრაფიისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგე.2001 – 2006 წწ. – ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე.

2006 – 2010 წწ. – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2009 წლიდან დღემდე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2010 წლის ივნისიდან – ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2016 წელს  “ნაციონალური მოძრაობიდან” ხობის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს იყრიდა. არის ორი წიგნის ავტორი.ჰყავს: მეუღლე – თეო არაბული შვილები – მარიამი, ნინო და გიორგი ჭოხონელიძეები.

რაც შეეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, პარტიამ არჩევანი ანტონ ადამიაზე შეაჩერა.ადამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს დავმჯდომარემ პარტიის სხვა წევრებთან ერთად 16 აგვისტოს წარადგინა.

წყარო: regioninfo.ge

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk