ექვსი თვე დაფინანსების გარეშე –”ხობის კოლხეთის” ფეხბურთელებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

საფეხბურთო კლუბ“ხობის კოლხეთის” ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა  დღეს ხობის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილე ფეხბურთელები აცხადებენ, “ხობის კოლხეთი” დაშლის პირასაა, რადგან  ინვესტორმა, რომელიც მათ თანხას ურიცხავდა, 6 თვეა, დაფინანსება  შეუწყვიტა.

“ბოლო 6 თვეა, ენთუზიამზე ვართ, ბიჭები უხელფასოდ ვვარჯიშობთ. აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მერია, ასევე დეპუტატი, მათ ჩვენ არაერთხელ შევხვდი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ვითხოვთ მერიისგან მოიძიონ ახალი სპონსორი და ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული სპორტის ჩამოშლას ხობში”, – აცხადებენ ფეხბურთელები.

როგორც  ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდათ კომუნიკაცია ფეხბურთელებთან და უკვე დონორიც მოძიებულია. მათივე თქმით, მალე დავალიანებაც დაიფარება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk