“კარგად მახსენდება მათთან გატარებული ყოველი წუთი…” – რას ყვებიან ქუთაისში ავარიაში გარდაცვლილ ბიჭებზე

ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მათ­გან ორი – ნიკა და გი­ორ­გი კლა­სე­ლე­ბი და 2017 წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა “პროგ­რე­სი”. ბი­ჭე­ბი მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობ­დნენ თბი­ლი­სის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და ქუ­თა­ის­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე კი ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო.

შემ­თხვე­ვა 14 იან­ვარს გვი­ან ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭე­ბი რეს­ტო­რან­ში იყ­ვნენ და იქე­დან ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი სახ­ლში და­ტო­ვეს და კვლავ რეს­ტო­რან­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მან­ქა­ნას 19 წლის ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია მარ­თავ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის და­ზუს­ტე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ის სა­ვა­რა­უ­დოდ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ავ­ტო­მან­ქა­ნა ელექტრო­გა­დამ­ცემ ბოძს შე­ე­ჯა­ხა, რის გა­მოც ცე­ცხლი გაჩ­ნდა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ჯა­ხე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­თიშ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­მო­ბილ­ში ისე და­იწ­ვა, რომ მათი ამოც­ნო­ბაც კი გა­ჭირ­და. სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი უკვე სახ­ლებ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE სკო­ლა “პროგ­რე­სის” დი­რექ­ტორს და გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის თა­ნაკ­ლა­სელს და­უ­კავ­შირ­და მათ­ზე სა­სა­უბ­როდ. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ნინო ჩიკ­ვაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

“ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტია, სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის­შვი­ლე­ბი იყ­ვნენ და გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ნამ­დვი­ლად მტკივ­ნე­უ­ლი ამ­ბა­ვია მთე­ლი სკო­ლის­თვის. ბი­ჭე­ბი ამ­ჟა­მად მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, მათ ორი წლის წინ და­ამ­თავ­რეს ჩვე­ნი სკო­ლა და სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში გა­აგ­რძე­ლეს სწავ­ლა” – გა­ნა­ცხა­და ჩიკ­ვაშ­ვილ­მა.

“ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, ვერ ვი­ჯე­რებ… მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, არ ვიცი რა ვთქა. ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მათ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი. კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. საკ­მა­ოდ კარ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ” – გვი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლი ნიკა ჭან­ტუ­რი­ას და გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კლა­სელ­მა ნინო ჯიბ­ლა­ძემ.

ambebi.ge

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk