ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

ფოთში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-8 საჭადრაკო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. თასებით, მედლებითა და საჩუქრებით, ფესტივალის სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვებული, 50 მოჭადრაკე დაჯილდოვდა. გარკვეულ კატეგორიებში დაწესებული იყო ფულადი პრიზები.

ფესტივალის დახურვას ქალაქ ფოთის ვიცე-მერი მამუკა პაპასკირი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია, რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია, ჯემალ თოფურიას ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მოჭადრაკეების დაჯილდოვებაში მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირებში 300-ზე მეტი მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას. ფესტივალის გენერალური სპონსორი იყო შპს „კავტრექსფოთი“, ხოლო ორგანიზატორი ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი „ნანა“.

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk