Guardian: თურქმა არქეოლოგებმა შესაძლოა წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს

თურქი არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

სპეციალისტებმა გეორადარის დახმარებით თურქეთის ქალაქ დემრეში  მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ქვეშ კარგად შენახული ტაძარი აღმოაჩინეს, სადაც მათი მტკიცებით, წმინდანია დაკრძალული.

მკვლევარებს ჯერჯერობით აღნიშნულ ადგილამდე წვდომის საშუალება არა აქვთ, რადგან გათხრების დროს შესაძლოა ქვის ბარელიეფი და მოზაიკა დაზიანდეს. თუმცა მათი თქმით, მომავალში ისინი საფლავამდე მიღწევას შეძლებენ.

ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წმინდა ნიკოლოზი დემრეში მდებარე ეკლესიაში ჩვ.წ. აღ-მდე 343 წელს დაკრძალეს, ხოლო XI საუკუნეში მისი ნაწილები მოვაჭრეებმა იტალიის ქალაქ ბარში უკანონოდ გადაიტანეს.

თუმცა თურქი არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მაშინ ცხედარი შეცვალეს და წმინდა ნიკოლოზი კვლავ დემრეშია დაკრძალული.

წყარო: imedinews.ge

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk