გონიოს საზაფხულო სკოლა

23 ივლისიდან 29 ივლისამდე გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი საზაფხულო სკოლის მეორე ეტაპის მონაწილეებს მასპინძლობს. დღეს, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა და მათთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებში მიიღო მონაწილეობა. „გონიოს საზაფხულო სკოლა“ არქეოლოგიურ ველზე მუშაობის გარდა, ბათუმის ტერიტორიაზე ექსკურსიებსაც ითვალისწინებს, მათ შორის: მუზეუმებში, დელფინარიუმში, ბოტანიკურ ბაღში, მუსიკალურ ცენტრში და სხვა პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიმდინარე წელს მასში 40-მდე ეკომიგრანტი ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე წელს პროექტი სამინისტროს მიერ 20 000 ლარით ფინანსდება და იგი სრულად უზრუნველყოფს ეკომიგრანტი სტუმრების ტრანსპორტირების, განთავსების, კვებისა და საგანმანათლებლო-კულტურული აქტივობების ორგანიზების ხარჯებს. პროექტის უმთავრესი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამუზეუმო მიმართულებით ინკლუზიური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობაა. 2018 წლის პროგრამაში გათვალისწინებულია “გონიოს საზაფხულო სკოლის” გაფართოება, რომლის ფარგლებშიც უფრო მეტი ეკომიგრანტი ჩაერთვება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
“აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk