გოჩა კურდღელია: “ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ფოთის მუნიციპალიტეტში, გოჩა კურდღელიამ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

მერობის კანდიდატი ფოთელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ირაკლი ხახუბიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს.

გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად, ფოთის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა”, – განაცხადა მან.

კურდღელიას თქმით, თუ დღემდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, მალთაყვის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც ბულვარისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, ფოთი ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს.

“ამ მიმართულებით მომავალ წელს იგეგმება 2 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოების შესრულება, პროექტის დასრულების შემდეგ კი ქალაქს 7 კმ-იანი ქვიშის სანაპირო ზოლი ექნება”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ფოთში დაგეგმილია წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, რაც, ფაქტობრივად, ახალი კომუნიკაციების მშენებლობას ნიშნავს და რაც მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს, ამასთან, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება ფოთში შემოსასვლელი ხიდის და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე.

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk