გიორგი გუგავა: ჩემი მერობის შემთხვევაში, თბილისში კაზინოები და სლოტკლუბები აღარ იქნება

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში, თბილისში კაზინოები და სლოტკლუბები აღარ იქნება.

როგორც გუგავამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, კაზინოები და ყომარბაზები ღუპავს ახალგაზრდობას. მისი შეფასებით, ონლაინკაზინოებიც ასაკრძალია.

გიორგი გუგავა: ამ ქალაქში კაზინოებისა და ყომარბაზების ბუდედ რომ იქცა ნახევარი ქალაქი, ეს მოგწონთ თქვენ?! უნივერსიტეტის წინ, სპორტის სასახლის წინ რომ კაზინოებია და იღუპება ახალგაზრდობა ეს მოგწონთ?!

კაზინოების აკრძალვას აპირებთ?

რა თქმა უნდა, უნდა აიკრძალოს. თბილისში არცერთი კაზინო არ იქნება, არცერთი სლოტკლუბი არ იქნება. ეს საკუთარი მოქალაქეების გაწირვაა.

ასეთი განცხადებები შეიძლება ბიზნესზე რეკეტად ჩაგითვალონ…

რა რეკეტი. ჩვენს სამეზობლოში ყველგან აკრძალულია ეს ბიზნესსაქმიანობა, თუ მას ბიზნესსაქმიანობას დაარქმევთ.

არ ფიქრობთ, რომ ეს დასავლეთის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლად იქნება აღქმული?

არა, რას ამბობთ. დასავლეთში, დედაქალაქებსა და საუნივერსიტეტო ქალაქებში, სკოლების წინ კაზინოები აკრძალულია. მათთვის გამოყოფილია ცალკე ქალაქი. მაგალითად, როგორც აშშ-ში ლას-ვეგასია.

ემხრობით ამ იდეას, რომ ცალკე ქალაქში იყოს თავმოყრილი კაზინოები?

შეიძლება გადაიტანოს ისეთ ქალაქში, სადაც ხელმისაწვდომობა არ ექნება რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრობს და იქმნის ილუზიას, რომ შევიდეს კაზინოში და იქ ფულს მოიგებს. იქ შეიძლება. კაზინოებს სახელმწიფოსთვის არანაირი მოგება არ მოაქვს. ბიუჯეტში მათი შემოსულობები მინიმალურია. 3 მილიარდი მოგება ნახეს და 79 მილიონი შეიტანეს ბიუჯეტში ამ წლებში. სამაგიეროდ დაღუპა, დააქცია 10 000-ბით ჩვენი მოქალაქე. კი ბატონო გაიტანონ ისეთ ადგილას, სადაც რიგითი მოქალაქეები ვერ მოხვდებიან. ფულიანი ბიზნესმენები და ტურისტები ჩასხდებიან მანქანებში და წავლენ იქ სათამაშოდ.

არანაკლებ პოპულარულია ონლაინ კაზინოები. ისინიც უნდა გაუქმდეს?

მე რომ მკითხოთ, ონლაინკაზინოები საერთოდ ასაკრძალია. იმიტომ რომ ის ხელმისაწვდომია არასრულწლოვანთათვის. ასეთი თამაშები ისეთ ქვეყნებშია განვითარებული, სადაც სოციალური სიდუხჭირეა. მესამე რანგის ქვეყნებშია. ევროპულ ქვეყნებში ეს ბიზნესი ან მკაცრად რეგულირებულია, ან საერთოდ აკრძალულია. ჩვენ თუ ამ გზას არ დავადექით, დავიღუპებით.

ინტერვიუს სრულ ვერსიას “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

წყარო: “აიპრესი”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk