ღოღობერიძე – ჩხვირკიას პროცესი 27 ივლისს განახლდება

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის არსებითი განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. მიზეზი კი მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება და ამის შესახებ მოსამართლეს წერილობით აცნობა.

იგი საქმის განხილვის გადადებას და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა დავით მამისეიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განხილვა მედიისთვის და ბრალდებულების ოჯახის წევრებისთვის დახურულ კარგს მიღმა მიმდინარეობა. ღოღობერიძის განცხადებას თან ახლდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დართული აქტები. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ღოღობერიძე პროცესზე გამოუცხადებლობით საქმის გაჭიანურებას ცდილობს. პროცესს კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა.
“აჭარის ტელევიზია”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk