GEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა (ვიდეო)

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას

სასამართლო პროცესი დასრულდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. კორშიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს.

“ჩვენი პოზიცია ეფუძნებოდა ბრალდებულის პირად მახასიათებლებსა და იმას, რომ ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან”, – უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ.

განაჩენით კმაყოფილია მსჯავრდებულის ადვოკატი ნანა დარჩიაც. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება ბრალდებულისა და დაცვის მხარის ინიციატივა იყო.

“შესაძლო სასჯელის ზომა იყო საკმაოდ დიდი. ყველაზე კარგ ვარიანტში, შესაძლოა, ცოტა ადრეც კი დატოვოს საპატიმრო, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს ან შეყალებით მიმართოს პრეზიდენტს. კმაყოფილები ვართ, რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათებიც გავრცელდა მასზე, მაგალითად, მართვის მოწმობა არა ხუთი წლით, არამედ 6 თვით ჩამოერთვა”, – აღნიშნა ნანა დარჩიამ.

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას GEM Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაქარ კორშია ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით ედებოდა, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

წყარო: radioatinati.ge

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk