Gem-fest 2017-ზე 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება

ანაკლია-განმხუხურის ტურისტულ ზონაში, ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest 2017“ გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავარ სცენაზე მსოფლიოში საუკეთესო არტისტმა მარტინ გარიქსმა დაუკრა. მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ელეტრონული მუსიკის მოყვარულებს თავისი ძველი თუ ახალი ჰიტი შესთავაზა.

ორსაათიანი შოუ ფოიერვერკის და სხავადსხვა გასართობი პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა და ასევე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის განმავლობაში ისეთი მსოფლიოს ვარსკვლავები დაუკრავენ როგორებიცაა: James Zabiela; Dennis Ferrer; GusGus; Sander van Doorn; Roger Sanchez; Solomun; Axwell Λ Ingrosso; Swanky Tunes; Boris Brejcha; Paul Kalkbrenner.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლიაში 3 წლის წინ დაფუძნდა წელს მსოფლიო რეკორდს ხსნის და ერთ თვეს გასტანს.

წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებელს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპორტული შეჯიბრებებით შეეძლება.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk