გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში 7 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. “კურიერის” ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.

 

სხვა ვიდეოები