გაიცანით პირველი დეპუტატი,რომელიც კორონავირუსთან საბრძოლველად 150 000 ლარს რიცხავს

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში-ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების”წევრი ირაკლი ხახუბია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მოგესალმებით! მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა და კომპანია „აისბერგ 2“-ის ერთ – ერთმა დამფუძნებელმა და გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.

მოგეხსენებათ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული.

პანდემიას, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები ეფექტიანად უმკლავდებიან. იმ პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა, მაქსიმალურად შეანელა ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპები.

დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო სულისკვეთება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ დაფუძნების დღიდან, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა არა ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით კომპანიამ დააფინანსა, სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივები.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხოს 100 000 ლარი, ასევე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში-ფოთში გადაირიცხება 50 000 ლარი.

მინდა, მოვუწოდო ბიზნეს კომპანიებს, ყველას, ვისაც ამისი რესურსი გააჩნია, ჩაერთონ ამ საერთო საქმეში.
მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, – აღნიშნულია მიმართვაში.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk