ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, მათ კომპანია GCC-ის მუშაობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცემენტის ქარხნიდან მტვერი მუდმივად იფრქვევა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებათ.

,,შეწუხებულები ვართ, რადგან ამ ქარხნიდან დაახლოებით 100 მეტრში ვცხოვრობთ.ჯერ საშინელი ხმაური მოდის, მერე კიდე მტვერი იფრქვევა. ფანჯარას ვერ ვაღებთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გვესმის, რომ თითქოს რაღაც ფილტრებს აყენებენ, რაღაც ზომებს მიმართავენ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის და ეს ყველეფერი ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე ხდება. ხომ შეიძლება იმუშაოს ქარხანამ ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ განადგურდეს. დილაობით ბურუსითაა მოცული ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, არფერი ჩანს. მოვითხოვთ, დაიცვან სტანდარტები და ის ნორმები, რაც კანონითაა გათვალისწინებული. გვითხრეს, რომ სამშაბათს კომპანიის ხელმძღვანელი შეგვხვდება, იმედია დავილაპარაკებთ და სათანადო ზომებს მიიღებს,“- განაცხდა აქციის მონაწილე რუსუდან ღურჯიამ.

კომპანია GCC-ში კომენტარს არ აკეთებენ. მოსახლეობა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს.

წყარო: interpressnews.ge

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk