ფოთში საკრებულოს წევრი პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება

“მაიძულებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო”_ ეს განცხადება დღეს საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ გააკეთა. მისი თქმით წლებია ითხოვს ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენას, თუმცა უშედეგოდ.

“სტაციონარული მკურნალობის პროგრამას მოაკლეს 15 ათასი ლარი და სხვა მუხლში გადაიტანეს, ასევე ახალშობილი ოჯახების დახმარების პროგრამიდან 3 ათასი ლარი ამოიღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შობადობა შემცირდა ამ ქალაქში. ხალხს ეშინია შვილის გაჩენის ,იმდენად მძიმე სოციალური მდგომარეობაა.ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ვითხოვ წლებია და ვერ მივაღწიე ამას.მაიძულებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო.ყველა ქალაქში არის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, გარდა ფოთისა.მსუყე პროგრამები გვაქვსო, გაიძახიან. ეს პროგრამები მათ დახვდათ და არფერი ჩაუმატებიათ.მე ვხდები იძულებული, თვის ბოლოს ჩამოვა ცვლილება ბიუჯეტში და თუ არ იქნა შეტანილი ერთჯერადი დახმარებები ,მივიღებ სათანადო ზომებს, ამ საცოდავი ხალხის დასაცავად და შიმშილობა დავიწყო”,-განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა არაეფექტურია და თავის დროზე შედეგი ვერ გამოიღო.

“ჩვენ რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვით ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, რადგან გადანაწილების პრინციპი იქნებოდა რთული , რადგან ყველა სოციალურად დაუცველზე იქნებოდა გადასანაწილებელი , რისი საშუალებაც ბიუჯეტს არა აქვს. ეს თანხები მობილიზებულია სხვადასხვა სოციალურ პაკეტებზე,“-აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk