ფოთში მწვავე რესპირატორული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა,  თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტს  ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი თქმით,  კლინიკაში ამ წუთის მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის და  მათი მდგომარეობა  სტაბილურია.
„3 იანვარს კლინიკაში შემოვიდა 40 წლის ქალბატონი, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით, სუნთქვის უკმარისობით, პლევმონიით,ასევე აღენიშნებოდა ქრონიკული თანმხლები დაავადებები. გულის ქრონიკული უკმარისობა. მიუხედავად ჩატარებული ანტივირუსული და რეანიმაციული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, იგი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, 6 იანვარს დაუღუპა, სამწუხაროდ“_ განაცხადა  მიგინეიშვილმა.

სხვა ვიდეოები