ფოთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს

ფოთში № 34-ე საარჩევნო უბნიდან კომისის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თეა ქაჯაია გააძევა, იუწყება „Sputnik — საქართველოს“ კორესპონდენტი სამეგრელოდან.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაირა ომნაძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.

,,დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფანარი არ იყო მწყობრში და ამის შესახებ განვაცხადე. ფანარს ელემენტები შეუცვალეს, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე ეცნობებინა საოლქოსთვის და შეეცვალათ ფანარი. მას შემდეგ, რაც სხვებთანაც არ დაფიქსირდა მარკირების კვალი და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე, დამატოვებინა უბანი. საჩივარი დავწერე, მაგრამ არ მიიღეს,“ — განაცხადა ქაჯაიამ.

№ 34-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ზაირა ომანაძემ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დაადანაშულა და აღნიშნა, რომ ის კომისიის  მუშაობაში არასწორად ერთვებოდა, რის გამოც თეა ქაჯაიას შენიშვნა არაერთხელ მისცა.

აღნიშნულ ფაქტზე ფოთის № 70-ე საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შესულია.

დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.

წყარო: “სპუტნიკ-საქართველო”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk