ფოთში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, მაღაზიაში შეძენილი ხორცი გახდა

რამდენიმე დღეა ფოთში 28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ. უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ ლანა გოგინავა ჯილეხის დაავადებამ იმსხვერპლა. თავდაპირველად, როდესაც ახალგაზრდა ქალმა სხვადასხვა ჩივილებით ფოთის საავადმყოფოს მიმართა, მას დიფტერიის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საქმე უფრო რთულ დაავადებასთან ჰქონდათ. ლანა გოგინავას ჯილეხი დაუდგინდა, რომელიც ორგანიზმში, სავარაუდოდ, მაღაზიაში შეძენილი საქონლის ფარშისგან დამზადებული კატლეტის დაგემოვნებისას განვითარდა.

გარდაცვლილის ოჯახი ექიმებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მათგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. როგორც გოგინავას დედამთილი, ნანა ბუკია აცხადებს, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, არა დაგვიანებული მიმართვა, არამედ დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

„ოთხშაბათს ყელი შეუსივდა, სამსახურშიც წავიდა. ხუთშაბათ საღამოს თქვა, რომ ცუდად იყო. წავიყვანე საავადმყოფოში, რომ გასინჯეს სიცხე არ ჰქონდა. წნევა დაუვარდა, მოიყვანეს სპეციალისტები, დაუსვეს დიფტერიის დიაგნოზი და გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც 11 საათის დაგვიანებით მოვიდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანამდე კონტაქტური იყო, გვირეკავდა და თავად გვატყობინებდა მის ამბავს, როგორც კი საავადმყოფოში მიიყვანეს მხოლოდ მისი სახელი უთქვამს, კრუნჩხვების შემდეგ კომაში ჩავარდნილა. ჩვენ ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. კეთილი ინებონ და გაგვარკვიონ რასთან გვაქვს საქმე და რატომ გვთხოვენ მის დაკრძალვას აკლდამაში”, — განუცხადა Sputnik საქართველოს კორესპონდენტს გარდაცვლილის დედამთილმა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, შეშუპება და ყელში მონაცისფრო ლორწოვანი ნადებები. პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და განხორციელდა მისი გადაყვანა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

ჯილეხით დაავადება შესაძლოა მაღაზიაში შეძენილი დაუმუშავებელი ხორცის გასინჯვით მოხდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაავადებული ხორცის წარმომავლობის დადგენას ცდილობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგი მაკა გაბუნია განმარტავს, რომ ჯილეხის დიაგნოზი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა.

„საავადმყოფოში შემოყვანიდან რამდენიმე საათში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ის გადაყვანილი იქნა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, სამწუხაროდ გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დამტკიცდა, რომ პაციენტის გარდაცვალება ჯილეხის დაავადებამ გამოიწვია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინფექცია გადამდები არ არის. კონკრეტულად ამ პაციენტსაც არ ჰქონია დაავადების ის ფორმა, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. ძალიან ბევრი ანალიზი იქნა აღებული, ჩვენ ვგრძელებთ კვლევებს, რომ დავადგინოთ რამ გამოიწვია ამ ქალბატონის დაავადება. მსგავსი დაავადებით ინფიცირება ხდება ცხოველურ პროდუქტებთან კონტაქტით, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ამის დადგენას რამდენიმე დღეა ვცდილობთ. მიმდინარეობს მოკვლევა. რაც შეეხება მისი დაკრძალვის წესს, გვამი უნდა განთავსდეს სპეციალურად ჩაბეტონებულ საფლავში, რათა მისი ხრწნის პერიოდში არ მოხდეს ამ ბაქტერიის ნიადაგში გავრცელება და შემდგომ სხვა ადამიანების ინფიცირება”, — აღნიშნა გაბუნიამ.

ჯილეხით, ანუ ციმბირული წყლულით ადამიანის დაზიანება ხდება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ასეთი ცხოველების თერმულად დაუმუშავებელ ხორცთან კონტაქტით.

ჯემალ ღამბაშიძე

წყარო: sputnik-georgia

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk