ფოთში, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

 შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნანა ჭანტურიამ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 2004 ათასი ლარით მეტია. მისივე თქმით 2019 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება.

შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. მრავალსართულიანი სახლების მაცხოვრებლებმა დაზიანებული სახურავების შეკეთება და ეზოების კეთილმოწყობა მოითხოვეს. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ აღნიშნა, რომ არსებული პრობლემების მოგვარება, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება.

„ ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სპორტის, კულტურის და ინფრასტრუქტურას განვითარებას. როგორც ვიცით ქალაქში მიმდინარეობს კანალიზაციის პროექტი და ამის გამო გზების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ამდენად ჩვენი ძირითადი მიზანია გზების, არხების და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ასევე მოხდება მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ეზოების კეთილმოწყობა, ასევე დაგეგმილი გვაქვს მდინარე კაპარჭინის გაწმენდითი სამუშაოების შეკეთება, რაც ხელს შეუწყობს პალიასტომის ტბის რეაბილიტირებას“ _ აღნიშნა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.
2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk