ფოთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერიის პრესცენტრი ავრცელებს. რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. შესყიდვის ობიექტის სავარუდო ღირებულება 904 824 ლარია.

„ქალაქს დიდი ხანია ეს პრობლემა აწუხებს, ვფიქრობ მისი პირველი ეტაპი უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ მოვამზადეთ საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შენობნაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას გულისხმობს. ტენდერი გუშინ გამოცხადდა და ველოდებით გამარჯვებულს. დარწმუნებული ვარ წელსვე ქალაქი მიიღებს სრულყოფილად გამართულ თეატრს“_ განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ კოტე თოფურიამ.
ფოთის თეატრის დასი არსებული პრობლემის მოგვარებამდე, დროებით ფოკლორის ცენტრის შენობაში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ თეატრის მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა. ის 2014 წელს დიდი პომპეზურობით გაიხსნა. რამდენიმე თვეში კი სახურავმა წყალი გაატარა. გასული წლის თებერვალვალში ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. თეატრის მშენებლობაში 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk