ფოთის საკრებულოში, 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამ დაპირისპირება გამოიწვია

ოპოზიციის მტკიცებით 15 მილიონიან ბიუჯეტში 9 მილიონამდე თანხა მხოლოდ საჯარო მოხელეების ხელფასებზეა გათვლილი. მათ პროტესტის ნიშნად, ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
“ეს ბიუჯეტი ხალხის საჭიროებებზე არ არის ორიენტირებული. მისი დიდი ნაწილი ხელფასებზეა გათვლილი.თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და ქალაქში არაფერი არ კეთდება. ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული , ეს სირცხვილია. მეორე წელია ამას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. მარავალშვილიან ოჯახებზე რეგულაციები აქვთ დაწესებული და რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩენილია ამ სარგებლის გარეშე. ეს არ არის ის სოციალური პაკეტი, რომელიც რეგულაციებს ექვემდებარება.ეს არის დემოგრაფიულად გაზრდის თვალსაზრისით გათვლილი პროგრამა და პროექტი.მთავარი ის არის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში დარჩათ თანხა. ქალაქი გაჩაჩანაკებულია , არაფერი არ კეთდება, ბიუჯეტში კი აუთვისებელი თანხა რჩება. საზოგადოებამ გათვალოს როგორ მუშაობს მერია და საკრებულო,“- განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიამ პოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტუქტურაა.
“საკრებულომ მიიღო 2019 წლის ბიუჯეტი და ის მაქსიმალურად არის გათვლილი მოსახლეობაზე, იმ შემოსულობებისა და ხარჯების გათვალისწინებით რაც ქალაქს აქვს.გარდა ამისა ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები.ოპოზიციამ უნდა თქვას საყვედური , ნეგატივზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და მათი მისიაა, რომ არ დაუჭირონ მხარი,“- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.
2019 წლის ადბილობრივი ბიუჯეტი, 15 მილიონ 943 ათას ლარს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტზე 204 ათასი ლარით მეტია, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან ტრანსფერის სახით 5 მილიონ 500 ლარს ელოდებიან.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk