
ფოთის მერმა პოსტი დატოვა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კაკულიამ დღეს პირადი განცხადების საფუძველზე, პოსტი დატოვა.
კაკულიამ თანამშრომლებსა თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ამ წლების განმავლობაში ერთად ბევრი პროექტი განახორციელეს.
„მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. მინდა წარმატებები გისურვოთ“-განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
ცნობისთვის, კაკულია მმართველი გუნდის პარტიულ სიაში პირველი ნომერია. კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც აღნიშნულ თანამდებობასთან შეუთავსებელია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკულია აღნიშნულ პოსტსს 2014 წლიდან 2 აგვისტოდან იკავებდა.