ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

როგორც  samegrelorm.ge –ს საგამოძიებო სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, გარკვეულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაებთან დაკავშირებით, დოკუმენტების ამოღება შესწავლა მიმდინარეობს:

 „ფოთის მერიაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესულები არიან ჩვენი თანამშრომლები და მიმდინარეობს დოკუმენტების ამოღება და შესწავლა, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ სახელწიფო აუდიტმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, ფოთის მერიაში მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა. საუბარია 2015-2017 წლებში უხაროსხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფოთის მერიაში აცხადებენ: „გიდასტურებთ, რომ მერიაში შემოსულია ფინანსური პოლიცია და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით. საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk