ფოთელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თბილისში, საქართველოს პირველობა ჭიდაობა „სამბოში“ ფოთელების წარმატებით დასრულდა. შეჯიბრი, ჭაბუკებსა და გოგონებს შორის ჩატარდა, სადაც ფოთის ჭიდაობის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის 15 სპორტსმენი მონაწილეობდა. მოჭიდავეებმა ორივე ასაკობრივ ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ასევე ფოთის ნაკრებმა ჭაბუკებს შორის გუნდური I ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალოსნებს შორისაა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სამბოში და ძიუდოში, 16 წლის მარიამ თოდუა. როგორც მან „აიპრესთან“ განაცხადა, მეტოქის დამარცხება ადვილად შესძლო, რადგან კარგად იყო მომზადებული.

„არ გამჭირვებია მეტოქის დამარცხება, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული, რისთვისაც მადლობას ვუხდი მწრთვნელებს ვალერი გიგიბერიას, ნუკრი ბერაიას და თამაზ სახეიშვილს. მინდა მოვუწოდო გოგონებს, რომ დაინტერესდნენ სპორტის ამ სახეობით და თავიანთი შესაძლებლობები ჭიდაობაში გამოსცადონ“_ აღნიშნა მარიამ თოდუამ.
გაგაცნობთ შედეგებს:
I ადგილი – ვიტალი ქაქუთია, 56 კგ წონითი კატეგორია;
I ადგილი – ელიზბარ თურქია, 60 კგ წონითი კატეგორია;
III ადგილი – დავით დგებია, 52 კგ წონითი კატეგორია;
III ადგილი – ბექა სანაია, 75 კგ წონითი კატეგორია;
მწვრთნელები: კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია;
ახალგაზრდები:
II ადგილი – ირაკლი შეყილაძე, 52 კგ წონითი კატეგორია;
II ადგილი – ოთარ ოჩიგავა, 68 კგ წონითი კატეგორია;
მწვრთნელები: კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია;
გოგონები:
I ადგილი – მარიამ თოდუა, 75 კგ წონითი კატეგორია.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები, ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელსაც კვიპროსი აპრილის თვეში უმასპინძლებს.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk