ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის წევრებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა

“ბათუმი ამავდროულად არის საკონსტიტუციო დედაქალაქიც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც არსებობის 21 წელს ითვლის მეათე წელია, რაც ჩვენს ქალაქში მდებარეობს და მისი საქმიანობით დგას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების სადარაჯოზე. დღეს კი უკვე ჩვენი ქალაქი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს მასპინძლობს. ეს არის ძალიან საპატიო და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავსი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვისათვის ჩვენს რეგიონში” – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძემ ზღვისპირა ქალაქის წარსულზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმი საქართველოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო დედაქალაქია, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ”ისტორიულად საქართველოსთვის ბათუმი ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო. პორტოფრანკოდ გამოცხადებამ ბათუმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში სწრაფადმზარდ ევროპული ტიპის ქალაქად აქცია და შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. მას ურთიერთობა ჰქონდა 42 ქვეყნის 100-ზე მეტ საპორტო ქალაქთან. პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში ბათუმის პორტმა მიიზიდა ისეთი ცნობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როტშილდების ოჯახი. ძმებმა ნობელებმა პირველებმა გაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით. დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება – ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა, მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმი, როგორც ერთგვარი საზღვაო და კულტურული დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

“აჭარის ტელევიზია”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk