ეთერ გორგილაძე – „უცხოეთში სტაჟირების“ პროგრამის გამარჯვებული

ეთერ გორგილაძე სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სტაჟირებას გადის ესპანეთში, BGE OPEN GIS AND WATER SOLUTION კომპანიაში, კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტის კვალიფიკაციით.

ეთერ გორგილაძე – „პირველი სამსახურის ძიება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს გავიგებდი. შედეგები კარგი აღმოჩნდა… მას შემდეგ მუდმივად სწავლისა და მუშაობის პროცესში ვარ ერთდროულად. აქტიურად ვარ ჩართული კონფერენციებსა, თუ სხვადასხვა პროგრამებში. შეძლებისდაგვარად ვეწევი მოხალისეობრივ საქმიანობასაც ბათუმის წითელი ჯვრის დახმარებით. დღეს როცა, ჩემი სამუშაო გამოცდილება, უკვე თითქმის ექვს წელსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ რამდენიმე დიდ კომპანიას მოიცავს, ასევე რუმინეთში არსებულ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის ნახევარ წელს, მაინც არ ვჩერდები და მუდმივად ძიებაში ვარ, ვეძებ ახალ გზებს საკუთარი თავის განვითარებისთვის, ვეძებ გამოწვევებს და შემდგომ მთელ ენერგიას ვდებ დასახული მიზნის მიღწევაში. სწორედ, ძიების პროცესის შედეგად მივედი ,,ევროოდისეამდე’’. იმდენად მომხიბლა ამ პროგრამამ, რომ თავდაპირველად მასში გამარჯვება დაუძლეველ სირთულედ მეჩვენებოდა. ამის მიუხედავად, დაუყოვნებლივ შევავსე საჭირო დოკუმენტაცია. გასაუბრებაც უმოკლეს ვადაში შედგა და თან წარმატებით. ჩემთვის სასურველი ვაკანსიაც მალევე ვიპოვე და ასევე სწრაფად მივიღე თანხმობა BGE OPEN GIS AND WATER SOLUTION კომპანიისგან, სადაც კომუნიკაციის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემზე დაკისრებული მოვალეობები იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ინტერნაციონალური სამუშაო გარემო, რომელიც ყოველთვის გეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში. ეს ჩემი ცხოვრების ის ეტაპია, რომელიც თავდაჯერაბას, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას შემძენს. ახლა ემოციებით სავსე ვარ, ვცხოვრობ სერვანტესის, პიკასოს, დალის სამშობლოსა და გაუდის ბარსელონაში. ვსწავლობ ესპანურ ენას საუკეთესო სკოლაში, ვეცნობი ადგილობრივ კულტურას, ვმუშაობ სასურველ სამსახურში და მადლობელი ვარ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რადგან მომცა პროფესიული ზრდის ასეთი შანსი და დარწმუნებული ვარ მიეცემა მრავალ ახალგაზრდას, რომელიც იბრძვის განვითარებისა და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ეთერ გორგილაძეს. სამინისტრო აჭარის რეგიონიდან ყოველწლიურად აგზავნის 8 ახალგაზრდას ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონებში პროფესიული სტაჟირების გასავლელად.
“აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk