ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოავარია ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.  თვითმხილველების თქმით, ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა.

მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, რაც შეეხება  დაშავებულებს, ისინი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რაც შეეეხება მეორეს,  მას ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში აცხადებენ,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk