ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს (ვიდეო)

სუს-ისა და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ჩვენს სავარაუდო კანდიდატებს ემუქრებიან. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონის 10 სოფელსა და ქალაქის ორ ზონაში პარტიის შესაძლო კანდიდატებს უთხრეს, რომ თუ ისინი ენმ-ის სახელით იყრიდნენ კენჭს მათსა და მათი ოჯახების უსაფრთხოებას პრობლემები შექმნებოდა.

„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, რომ პარტიის მხრიდან ყველა მსგავს ქმედებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. მათ იციან, რომ ზუგდიდში არჩევნები წაგებული აქვთ. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება. თუ მომავალში მსგავსი შემთხვევა განმეროდდება, თითოეულ მათგანს გავასაჯაროებთ“, – აღნიშნა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დათო კოდუა და ამბობს, რომ მსგავსიფაქტები მხოლოდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ხდებოდა.

„მსგავსი რამე 2012 წლამდე ხდებოდა და თუ ამის ნოსტალგია აქვთ, ასეთი რამე ჩვენს დროს აღარ მოხდება“, – უთხრა რადიო „ათინათს“ კოდუამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომრის მესამე კვირის ბოლოს გაიმარეთება.

წყარო:რადიო „ათინათი”

https://youtu.be/X6wFkxDKlfo

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk