ენმ: “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლმა დავით კოდუამ სოფლის რწმუნებულებს თემში მცხოვრები საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების შეგროვება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და დაშინების მეთოდს იმ ადამიანებზე, ვინც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში ან კერძო სექტორში. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ანონიმურად მოვიპოვეთ, კარგად ჩანს სოფელ ყულიშკარის #68 საარჩევნო უბნის მონაცემები. ამ მონაცემებს სოფლის რწმუნებული თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით ოფიციალურად უგზავნის შტაბის უფროს დავით კოდუას. ამ ჩამონათვალში აღნიშნულია ყველა ის საჯარო მოხელე, პედაგოგი და პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ცხოვრობს სოფელ ყულიშკარში“, – თქვა წითლიძემ.

ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი სიაში მითითებულ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე დაშინებითა და ზეწოლით საარჩევნოდ ხმების მოპოვებას ეცდება. მისივე თქმით, აღნიშნული სია ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად წინასაარჩევნო პროცესებში არიან ჩართულები სწორედ ამ მიზნით სჭირდებათ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლი დავით კოდუა აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მას სიცრუეს უწოდებს. კოდუა ბრალდების დამტკიცებას ითხოვს და იმ შემთხვევაში, თუ ამას ოპოზიციური პარტია დაამტკიცებს, მზადაა პასუხი აგოს.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არი სიცრუე, რაში მჭირდება გამგეობის მიერ დარტყმული ბეჭედი დოკუმენტზე. ეს არის გუშინდელი ჩვენი დაპირისპირების შედეგი, მოიგონა რაღაც სიცრუე, რადგან ვამხილე „მაიმუნობებში“, – ამბობს ის.

18 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობამ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნულ აქციაზე ანა წითლიძე და დავით კოდუა შეკამათდნენ, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

წყარო: radioatinati

 

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk