ენმ: “ქართული ოცნება” ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს (ვიდეო)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანი წითლიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ კომბინატის საარჩევნო შტაბში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, სადაც ენმ-ის მხარდამჭერებზე ზეწოლა დაიგეგმა. მისივე თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და მისი თანამშრობლები გააქტიურებას დღეს საღამოდან აპირებენ.

„მათ დღეს დაგეგმეს, როგორ მოახდინონ ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ხვალ ისინი არ მოვიდნენ და ხმა არ მისცენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. კომბინატის უბანი არის აქილევსის ქუსლი მმართველი პარტიისთვის, სადაც ჩვენი უპირატესობა არის თვალშისაცემი და ერთადერთი გზა, რომ ვერ გავიმარჯვოთ, ჩვენი ამომრჩევლების დაშინებაა. ძირითადად, მათი სტრატეგიაა, რომ იმუშაონ ჩვენს მხარდამჭერ დევნილებზე. მათ აქვთ კავშირი ე.წ. ყოფილ პარტიზანლებთან“, – აღნიშნა წითლიძემ.

მან აღნიშნულ ქმედებას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ მმართველი გუნდი თავდაცვის სამინისტროს საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის მოქალაქების წინააღმდეგ იყენებს.

წითლიძემ სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქმის კურსში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩააყენებს. მისივე განმარტებით, ფაქტის დაფიქსირება პარტიის პრესსამსახურმა ვერ მოასწრო, რადგან ახვლედიანმა და მისმა თანხმლებმა პირებშა შტაბი სწრაფად მას შემდეგ დატოვეს, რაც შეიტყვეს, რომ იქ მისვლას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპირებდნენ.

ბრალდებას უარყოფენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში და განმარტავენ, რომ ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება.

ეს არის დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური პარტიის განცხადება და რეალობასთან კავშირი არ აქვს. ჩვენი მიზანია, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამას უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება პროვოკაციებს, ჩვენ გვევალება მათი აღმოფხვრა და ეს გარანტირებული იქნება“, – განაცხადა “ქართული ოცნების” პარტიული სიის პირველმა ნომერმა მამუკა წოწერიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, იმყოფებიან თუ არა თავდაცვის სამინისტროს დასახელებული თანამშრომლები ზუგდიდში, წოწერიას თქმით, ის ინფორმაციას არ ფლობს.

ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: რადიო “ათინათი”

 

 

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk