
ძლიერი ხანძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში
ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში წუხელ, გვიან ღამით ხანძრის შედეგად მაქაცარიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერდხა.
ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა პროკოპენკოს განცხადებით, დაზრაალებული ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას და სამასალე მერქანს მიიღებს.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა დაახლოებით, 70 000-მდე ლარით იზარალა“,- განაცხადა პროკოპენკომ.