დაბა ქედაში წონიარისის ტანკ-მემორიალსა და მიმდებარე სკვერს უტარდება

დაბა ქედაში კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერში ობელისკის, უცნობი ჯარისკაცის საფლავისა და მემორიალის კეთილმოწყობის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ამჯერად წონიარისის ტანკ-მემორიალსა და მიმდებარე სკვერს უტარდება.

კვარცხლბეკზე ამორტიზირებული ფილების დემონტაჟი და გრანტის ფილების მოწყობა, სკვერის შემომფარგვლელი კედლის ფასადის მოწესრიგება, ლითონის მოაჯირების მონტაჟი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, მემორიალის დამუშავება და ანტიკოროზიული საღებავით შეღებვა, ლითონის სკამების განთავსება და დეკორატიული განათების მოწყობა – ეს ის სამუშაოებია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ემემტე” 17 466 ლარად აწარმოებს.

პროექტი ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების და მათში შემავალი სოფლების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მუნიცპალიტეტში არსებულ სხვა მემორიალების სარემონტო სამუშაოებზე გამგეობის მიერ უკვე შედგენილია პროექტები, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს. კეთილმოწყობილი სკვერით წონიარისლები და ტურისტები, სექტიმბრიდან ისარგებლებენ.
“ipress.ge”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk