„ჩუდურაულობა“

სახალხო დღესასწაული „ჩუდურაულობა“ სოფელ მეკეიძეების მოიალაღეებმა და სტუმრებმა, წელს უკვე მეჩვიდმეტედ იზეიმეს. მდინარე ჩუდურაულის წყაროს მარჯვენა ფერდობზე მოწყობილ სცენასთან ზეიმზე დასასწრებად მრავალი ღორჯომელი და ამოსული სტუმარი იყო.
შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
ჩატარდა კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ცეკვები და სიმღერები, პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები ფრენბურთსა და ჭიდაობაში, გაიმართა დოღი.
გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ზეიმის შემდეგ მოიალაღეებმა სტუმრებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ.
“ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk