სოფელ ლესიჭინეში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესიჭინეში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო ხიდის სიგრძე 176 მეტრი, ხოლო სიგანე 11 მეტრია.

ამ ეტაპზე, სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი, პროექტის განხორციელების დასრულებამდე დასაქმებულთა რიცხვი 40-დე გაიზრდება.

არსებული საავტომობილო ხიდი წლების განმავლობაში, ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა მგზავრების გადაადგილებას.

ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება არსებული ხიდის დემონტაჟი.

საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და ის ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბრიდან შევა.

მდინარე ოჩხომურზე, ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს 26–ე კმ–ზე, ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გზების დეპარტამენტი ახორციელებს. (ღირებულება – 6 577 834 ლარი).

2013 წლიდან დღემდე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აშენდა – 4 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა  6 საავტომობილო ხიდს, რისთვისაც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk