ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში საავტომობილო მოძრაობა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო სისტემის მოწესრიგების მიზნით და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავების გამო, 2017 წლის 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.
ხოლო, 28 და 29 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
“New posts”

Comments

comments

სხვა ვიდეოები

english essay primary homework help writing a blog post essay help uk professional cover letter writing service admission essay writing professional proofreading do my programming homework college writing creative writing paper custom writing service do my math homework for me essay writing help uk