ვიდეო38 Videos

ოთხი ტყუპი დის ვიდეოს 62 მილიონი ნახვა აქვს და 1 294 045 გამზიარებელი ჰყავს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ოთხი ტყუპი დის ვიდეოს 62 მილიონი ნახვა აქვს და 1 294 045 გამზიარებელი ჰყავს. ერთი წლის და 8 თვის გოგონები რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხუტებიან ერთმანეთს მონაცვლეობით და თან დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ ამის გამო თავიანთ ენაზე. იხილეთ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა. წყარო: ipress.ge    

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს […]

ბერა ივანიშვილის საახალწლო ვიდეორგოლი სოციალურ ქსელს იპყრობს

A Georgian Celebration of Christmas Happy holidays! Our gift to you all is a piece of my Georgian culture along with some of the classic Christmas songs throughout the years! Sending our love to everyone this holiday season. ?Be sure to pass this gift on by sharing it with your friends and family!მე და Geo […]

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე  ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა,რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ბალანსზე […]

ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

ქალაქის საკრებულომ გაუქმებული მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტში არსებული რესურსების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა კი ხმის მიცებისგან თავი შეიკავეს. მანამდე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით ერთმანეთს ქალაქის მერი მერი ლაშა გოგია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანი წითლიძე დაუპირისპირდნენ. წითლიძე განსაკარგავი თანხის გადანაწილების […]

ბრალდებულმა დანის მუქარით მოქალექეს ავტომობილი გასტაცა – სენაკში მოხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გაიხსნა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან […]

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში ჩამოაბრძანეს (ვიდეო)

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მესტიიდან ზუგდიდში ჩამოაბრძანეს. მას ქალაქის ცენტრში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ, რის შემდეგაც სიწმინდე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. „კახეთის დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება საქართველოში უდიდესი სიხარულია. თითოეული ჩვენთაგანი ვევედრებით მას, დალოცოს და აკურთხოს ჩვენი სამშობლო. აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და მოგვცეს ჩვენ ძალა, რომ ვიყოთ ისეთივე […]

ქვეყანას ციკლონი უახლოვდება (ვიდეო)

საქართველოს ყველა რეგიონის სპეციალური სამსახური საგანგებო რეჟიმზე გადასვლა მოუწევს, რადგან ქვეყანას ხვალ ან  ზეგ ციკლონი მოუახლოვდება.   ამის შესახებ ინფორმაცის  megatv.ge ავრცელებს. გაფრთხილება: 1. არ მიუახლოვდეთ სანაპირო ზოლს 2. უსაფრთხო ადგილზე დააყენეთ ავტომობილები. 3.გარკვეულ ტერიტორიაზე იქნება სეტყვა. წყალდიდობები და ღვარცოფები. 4. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი გარეთ გამოსვლისაგან. მეტეოროლოგები ფიქრობენ, რომ რომ ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, 5 ნოემბრამდე […]

ზუგდიდის თეატრში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც კომპანია “ქართუ” და ასოციაცია „ატუ“ ახორციელებენ. ასოცოაციის წარმომადგენლის ზურაბ გვარამიას თქმით, მათ მუშაობა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს დაიწყეს. „ეს არის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ყველაფერი, ფუნდამენტის ჩათვლით, დაინგრევა და სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თეატრს გარეთა იერსახე შეუნარჩუნდება“, – აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, […]

იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ სისტემის 2 პისტოლეტი ამოიღეს შსს-ს ინფორმაციით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ სისტემის 2 პისტოლეტი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს […]

გაიცანი სამეგრელო-ზემო სვანეთი(ვიდეო)

➡️ სამეგრელო-ზემო სვანეთი ➡️ გაიცანი სამეგრელო-ზემო სვანთი, დაგეგმე ტური ჩვენს რეგიონში Posted by სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე on Dienstag, 24. Oktober 2017 შენიშვნა:ვიდეო ეკუთვნის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრეს-სამსახურს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, […]

ენმ: “ქართული ოცნება” ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს (ვიდეო)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანი წითლიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ კომბინატის საარჩევნო შტაბში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, სადაც ენმ-ის მხარდამჭერებზე ზეწოლა დაიგეგმა. მისივე თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი და მისი თანამშრობლები გააქტიურებას დღეს საღამოდან აპირებენ. „მათ დღეს დაგეგმეს, როგორ მოახდინონ ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ხვალ ისინი არ მოვიდნენ და ხმა არ მისცენ […]

რა ხდებოდა ზუგდიდში, გუბერნიის შენობასთან გამართულ აქციაზე(ვიდეო)

ზუგდიდში, გუბერნიის შენობასთან მიმდნინარე საპროტესტო აქცია ამდროისთვის დაშლილია. samegrelorm.ge უკომენტაროდ გთავაზობთ ვიდეოს თუ რა ხდებოდა დღეს აქციაზე.        

მარტვილში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, […]

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოში  სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს. ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მავნებელი საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები. პარალელურად გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესიც.

„ჩემი საქართველო აქ არის“ – „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ახალი ვერსია

 პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველომ” საარჩევნო კლიპის -“ჩემი საქართველო აქ არის“ ახალი ვერსია გამოუშვა. აღნიშნული კლიპი გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული.

„შენების მოძრაობამ“ ფოთში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, კახა შარტავამ დღეს ფოთში პროპორციული სიის შემადგენლობა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩვენებში პარტიის სახელით, უბნის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ: იაგორ თავართქილაძე, ლევან მაშავა, ალექსანდრე თოფურია, ვასილ დანელია, მერაბ სიმონია, ცეზარ წულაია კახაბერ ბუსკაძე. პროპორციულია სია კი შემდეგნაირია: იაგორ თავართქილაძე, პაატა ჩაგანავა, მერაბ სიმონია, დავით ჯიქია, ალექსანდრე თოფურია, დაზმირ გვათუა.  

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ და ჰეროინი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი – 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება […]

“ეს არის უალტერნატივო გუნდი” – “ქართულმა ოცნებამ” ოთხწლიანი გეგმა წარადგინა (ვიდეო)

“ეს არის, ახალი უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთანაც ერთად მე მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად – ამის შესახებ მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ სიის წარდგენისას განაცხადა. მან დადიანების სასახლის ეზოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, განათლებისა, კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. გოგიას თქმით, მთავარი პრიორიტეტი […]

ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს (ვიდეო)

სუს-ისა და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ჩვენს სავარაუდო კანდიდატებს ემუქრებიან. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონის 10 სოფელსა და ქალაქის ორ ზონაში პარტიის შესაძლო კანდიდატებს უთხრეს, რომ თუ ისინი ენმ-ის სახელით იყრიდნენ კენჭს მათსა და მათი ოჯახების უსაფრთხოებას პრობლემები შექმნებოდა. „ვაფრთხილებთ „ქართულ […]

თსუ-ს ლექტორი: თუ გეტყვიან, რომ თსუ-ს სხვა უნივერსიტეტი სჯობს, 5-ლარიანი აჩვენეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და უნივერსიტეტში ჩაბარება მიულოცეს. ერთერთი სიტყვით გამომსვლელი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდიაც იყო, რომელმაც სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თუკი რომელიმე თქვენი მეგობარი ოდესმე გეტყვით, რომ მისი უნივერსიტეტი თქვენსას სჯობია, ნურაფერს ნუ ეტყვით უბრალოდ ამოიღეთ ხუთლარიანი […]

ენმ: “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლმა დავით კოდუამ სოფლის რწმუნებულებს თემში მცხოვრები საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების შეგროვება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და დაშინების მეთოდს იმ ადამიანებზე, […]

საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს [ვიდეო]

საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს და შესაბამის ვიდეომასალას ავრცელებს. მედიის ცნობით, საპასპორტო კონტროლის დროს, 46 წლის მამაკაცი (დ.ს.) საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა. მოგვიანებით, თურქულმა პოლიციამ ჩემოდანში 27 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოაჩინა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ანტალიის რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის […]

სოფელ ლილოში მდინარე გაწითლდა (ვიდეო)

სოფელ ლილოში ადგილობრივ მოსახლეობას დღეს უჩვეულო სანახაობა დახვდა – მდინარე გაწითლებული იყო. მისგან აღებულ სინჯებს უკვე იკვლევს შესაბამისი სამსახური. თუმცა, წინასწარი დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარემოს დაბინძურებაში დამნაშავე თბილისის ნაგავსაყრელია. დაბინძურებულ მდინარეში მოზარდები მაინც ბანაობენ. წყარო: “იმედი”  

სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა(ვიდეო)

თბილისში, სანზონაში , ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ვიდეოს  შემთხვევის ადგილიდან “რეპორტიორი” ავრცელებს.  

GEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა (ვიდეო)

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას სასამართლო პროცესი დასრულდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. კორშიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს. […]

ფოთის „კოლხეთი“ მთავარმა მწვრთნელმა და რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა

ფოთის “კოლხეთი 1913” მთავარმა მწვრთვნელმა, გელა სანაიამ, ასისტენტმა, გიგა გვიჩიამ, ფიზ-მომზადების მწვრთნელმა, აკაკი კუპრეიშვილმა და ოთხმა წამყვანმა ფეხბურთელმა – კოვტალიუკმა, კორობკამ, დაფემ და საქართველოში ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, სიკაჩმა დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის წინ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. “მეცხრე ტალღა”

“ვინც ეცდება არჩევნების გაყალბებას ძალიან მწარედ მოხვდება ცხვირში” – დარეჯან ცხვიტარიას წინასაარჩევნო მუქარა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზიციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია მმართველი გუნდის მხრიდან  21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში: “მეცხრე ტალღა”

პატრულის თანამშრომელი მოხუცს გზაზე გადასვლაში ეხმარება – პოზიტიური ვიდეო

სოციალურ ქსელში პოზიტიური ვიდეო ვრცელდება, რომელიც ზუგდიდშია გადაღებული. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ეხმარება მოხუც ქალბატონს პატრულის თანამშრომელი ე.წ. “ზებრაზე” გადასვლაში. რომელიმე უცხო ქვეყნის პოლიციას, რომ გაეკეთებინა მსგავსი რამე ჩვენსას შეადარებდით 🙂 უბრალოდ ნახეთ რა თბილი ვიდეოა <3 C ბოსს Posted by Made in Georgia on Dienstag, 29. August 2017

დედა, რომელიც შვილის სასაფლაოზე ცხოვრობს(+ვიდეო)

ზუგდიდში, მაცხოვრის კარის სასაფლაოზე, 63 წლის დოდო ჯოხაძე, გარდაცვლილი შვილის დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სასაფლაოზე შვიდი წელია ცხოვრობს. დათო 2009 წელს ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში, ლია- ჩხორიის გზაზე დაიღუპა. შვილმკვდარ დედას გადაწყვეტილი ჰქონდა ერთადერთი ვაჟი  სახლში დაეკრძალა, მაგრამ მოხდა პირიქით, თავად გადავიდა საცხოვრებლად შვილის სასაფლაოზე და იქ დასახლდა.შვილმკვდარი და განსაცდელში არ მიატოვა დამ როზა ჯოხაძემ და ახლა ორივე სასაფლაოზე ცხოვრობს. […]

საავადმყოფოდან გადმოვარდნილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს (ვიდეო)

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს ეზოში დაშავებულის ახლობლები იმყოფებოდნენ. „არაფერი არ ვიცით, გარდა იმისა, რომ მეოთხე სართულიდან გადავარდა. მადლობა სამედიცინო პერსონალს და მადლობა უფალს, რომ ბავშვი ცოცხალია. ჯერჯერობით, ქუთაისში გადაჰყავთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დეიდამ მაია მიქავამ. კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის მენეჯერის მაკა […]

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა

ანაკლიაში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქალაქ ზუგდიდიდ მერობისა და ზუგდიდის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისი თქმით ქვეყანა უნდა გამოვიდეს იმ ჭაობიდან რომელსაც მართავს მოღალტე ხელისუფლება.ზუგდიდელ ამომრჩეველს ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა მიმართა, ასევე მან წარადგინა ქალაქ ზუგდიდში მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია. […]

ბათუმი 2020 / batumi 2020

ბათუმი 2020 / batumi 2020

აჭარული ხაჭაპური სოფო ხალვაშის რეცეპტით

აჭარული ხაჭაპური სოფო ხალვაშის რეცეპტით / acharuli xachapuris recepti sofo xalvashisgan dgis show / დღის შოუ აჭარული ხაჭაპური / acharuli xachapuri sopo / sofo / khalvashi / xalvashi / სოფო ხალვაში

პროტესტი მდინარიდან ნატანის ამოღების გამო

ქობულეთის სანაპიროზე მდინარე კინტრიშის შესართავიდან ქობულეთის გამგეობა ნატანს იღებს. ფაქტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული ადგილიდან ქვა-ღორღის ამოღება საფრთხის შემცველია. ქობულეთის გამგებელი ირწმუნება, რომ ნატანი აღნიშნულ ადგილას ჭარბია და პლაჟის სხვა მონაკვეთზე გადანაწილება საფრთხეს არ შემნის. სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ ნატანი კვლავ ქობულეთის პლაჟის გასწორებას ხმარდება, ამიტომ სამუშაოები ნებართვას არ საჭიროებს. აჭარის […]