ტურიზმი112 Videos

Gem-fest 2017-ზე 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება

ანაკლია-განმხუხურის ტურისტულ ზონაში, ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest 2017“ გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავარ სცენაზე მსოფლიოში საუკეთესო არტისტმა მარტინ გარიქსმა დაუკრა. მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ელეტრონული მუსიკის მოყვარულებს თავისი ძველი თუ ახალი ჰიტი შესთავაზა. ორსაათიანი შოუ ფოიერვერკის და სხავადსხვა გასართობი პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა და ასევე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის […]

ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის კეთილმოწყობა დასრულდა

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ირაკლი არჩაიასთან ერთად ბოტანიკურ ბაღში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა პარკს, მოეწყო ოთხი მოსასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო […]

კურორტ ბეშუმში “შუამთობა 2017” 5-6 აგვისტოს გაიმართება

ხულოში, კურორტ “ბეშუმში” სახალხო ზეიმი “შუამთობა 2017” 5-6 აგვისტოს გაიმართება. ზეიმის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც წარმოგენილი იქნება სხვადასხვა ხეობისთვის დამახასიათებელი კერძები. ასევე გაკეთდება საკონცერტო სცენაც, და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგებიან. გაიმართება  “დოღი”, გამარჯვებულს კი სხვა პრიზებთან ერთად ტრადიცული საჩუქარი,  ცხვარი გადაეცემა. სახალხო დღესასწაულზე ახლად დაქორწინებულებს სხვა საჩუქრებთნ […]

უფასო და ფასიანი ღონისძიებები – აგვისტოს აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ ბათუმში აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივენთკალენდრის მიხედვითაა მომზადებული. “ბათუმელები’

ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბოტანიკური ბაღის  ქვედა პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შეკეთდა დაზიანებული გზის ნაწილი, მიწისქვეშ დამონტაჟდა  ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი  სადენები და ვიდეოსამეთავლყურეო ქსელი.   მოეწყო ასევე,  4 მოსასვენებელი სივრცე. “აჭარის ტელევიზია”

გომარდულის აქციონერებს ყადაღა მოეხსნათ

კურორტ გომარდულის აქციონერებს 800 ათას ლარიანი ყადაღა ჩამოეჭრათ. მოლაპარაკება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კურორტ გომარდულს შორის მოლაპარაკება შედგა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კურორტი ზამთარში ვიზიტორების მიღებას შეძლებს, მანამდე კი ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება და მოწესრიგდება კურორტამდე მისასვლელი გზა. გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო ვიზიტორების მიღება. გახსნიდან ერთ წელიწადში […]

2017 წლის ზაფხული – ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი აჭარაში

რეგიონის პოპულარიზაცია მსოფლიოში პოპულარულ BBC და EURONEWS-ის არხებზე აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2017 წლის ზაფხული ბოლო წლებში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამორჩეული იქნება. რეგიონის პოპულარობას წინ ინტენსიური და ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს. აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით […]

გოდერძიზე თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურების გაქირავების პუნქტისა და სწრაფი კვების ერთსართულიანი ხის შენობების მშენებლობა იგეგმება. შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „გოდერდზირესორტს“-მა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 11 ათასი ლარია. ტენდერი 8 აგვისტოს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის შემდეგ კი კომპანია ტენდერს უკვე ობიექტების მშენებლობაზე გამოაცხადებს. ტექნიკური დავალების მიხედვით, ორ ხის შენობაში 5 ერთმანეთისგან იზოლირებული […]

კურორტ “გოდერძიზე” 1761 მეტრის შიდა გზის მოწყობა დაიწყო

ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან დააკავშირებს. სამუშაო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილესთან კონსტანტინე მეგრელიშვილთან და “გოდერძის”დირექტორთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია “ბონდი 2009”-ს პროექტის მენეჯერმა მამუკა ჟღენტმა მიაწოდა. პროექტი კურორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებით სრულიად ახალი გზის მოწყობას და განათების ბოძების განთავსებას ითვალისწინებს. […]

შუახევში “შუამთობა 2017” აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას დაიწყება

აგვისტოს პირველი შაბათი-კვირიდან შუახევში მთიელები, და არა მხოლოდ ისინი, სახალხო დღესასწაულს – ,,შუამთობას” აღნიშნავენ. ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად, წლის სარჩო-საბადებელს – მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებენ. დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები […]

ჯგუფ ”რელიქვიის” კონცერტი

ბათუმის ხელოვნების ცენტრის მცირე დარბაზში ჯგუფ ”რელიქვიის” სოლო კონცერტი გაიმართა. ჯგუფის 4 წევრიდან სამი უსინათლოა. მუსიკოსებმა მაყურებელს თავიანთი ნამუშევარი ცოცხალი მუსიკის სახით წარუდგინეს. კონცერტის სლოგანი იყო „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. ‘აჭარის ტელევიზია’

”შავი ზღვის ჯაზფესტივალი” დასრულდა

რიგით მეთერთმეტე ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა. დასკვით კონცერტზე მაყურებლის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი ჯოს სტოუნი წარსდგა. თითქმის 2 საათიან პროგრამაში იყო სხვადასხვა ალბომიდან კომპოზიციები. გრემის ლაურეატ მომღერალს სამსახობო კარიერაც აქვს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის 14 მილიონი ალბომია გაყიდული. კონცერტის ფინალულ ნაწილში, ჯოს სტოუნმა ბოლო სიმღერა მზესუმზირის თაიგულით შეარულა, ყვავილები კი რამდენიმე იღბლიან მაყურებელს მომღერლისგან საჩუქრად ერგო. […]

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბანაობა უკვე ნებადართულია. უწყების ინფორმაციით , შტორმის დროს სამშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4ო-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შეგახსენებთ, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა პარასკევს გამოცხადდა. “აჭარის ტელევიზია”

ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა

სუფთა ჰაერი, ნაძვისა და სოჭის ტყეები, მთები ალპური მინდვრებით, უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, სისხამ დილას დოსტების მიერ ჩამოტარებული რძე, მაწონი, კაიმაღი და საღამოობით პატარ-პატარა მოედნებზე აგიზგიზებული კოცონები – თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გურიის მთებში, ამას ვერასოდეს დაივიწყებთ. ამბობენ, რომ ბახმაროს სამკურნალო თვისებები პირველად ზაფხულის საძოვრებზე ასულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი […]

სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში

ხალხმრავლობა ბათუმის სომხურ ეკლესიასთან ამ წუთებშიც გრძელდება. ეკლესიის გვერდით სკვერში ტოლმის ფესტივალი გაიმართა. მაყურებელიც და მონაწილეებიც, უფროსები და პატარები ერთად ცეკვავენ. ყველაზე მეტ ადამიანს ცეკვის სურვილი მაინც გაუჩნდა ძველ სომხურ სიმღერაზე – „მენატრები მოდი“. აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანი, არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ სომხური ტოლმის ფესტივალი ბათუმში წელს პირველად ტარდება: „40-მა მონაწილემ წარადგინა ტოლმის 35 სახეობა. […]

სინოპტიკოსების პროგნოზით აგვისტო ცხელი და უმეტესად მზიანი იქნება

აგვისტოში, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24 +25 გრადუსი იქნება. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, ღამით +19 +22 გრადუსამდე. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ აგვისტოს თვეში რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ცხელი იქნება და ტემპერატურა +37 +40 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში – ჰაერის საშუალო ტემპერატურა +23, +25 იქნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული მონაცემების საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე მაღალია. ნალექების […]

ჯოს სტოუნი შავი ზღვის ჯაზფესტივალს დახურავს

პოპულარული ბრიტანელი შემსრულებელი ჯოს სტოუნი უკვე ბათუმშია. ჯოს სტოუნი ჯაზფესტივალის დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგება. ის ძველი და ახალი ალბომებიდან მელომანებისთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.29 წლის მომღერალს კარიერის განმავლობაში 14 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ჯოს სტოუნის ლაივშესრულებები განსაკუთრებით საინტერესოა. ის მსმენელს, პოპულარული სიმღერების არაჩვეულებრივ ქავერებს სთავაზობს. კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დღეს გაიმართება. ” აჭარის ტელევიზია”

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 90%-ით გაიზარდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის განვითარებაა. “მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მოწესრიგება, წყლის მიყვანა, სკოლების, ბავშვთა ბაღების მშენებლობა. მიხარია, რომ სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში რამდენიმე ბაღი უკვე გავხსენით ერთ წელში. ძალიან ბევრი […]

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი

2017 წლის 31 ივლისს, 20:00 საათიდან ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული , უკრაინული , რუსული , ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან. კოლონადებთან კი მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, […]

შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპირო ზოლში კვლავ წითელი ალმებია აღმართული. შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია. შსს-ს ინფორმაციით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ […]

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია მოსასვენებელი ადგილების, კიბეების და მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 185 ათას ლარს დახარჯავს. წელსვე გამგეობა ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწყობს. “აჭარის ტელევიზია”

მესამე დღეა ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს

მესამე დღეა ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, დღეს მსმენელის წინაშე ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო “დე ლა სოული” წარსდგება. გუშინ კი მელომანებისთვის ჯაზ-ფესტივალზე ორი საათის განმავლობაში ჯემიროქვაიმ იმღერა. შოუს სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს. “აჭარის ტელევიზია”

ზღვის სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. დღეს ოთხბალიანი შტორმია მოსალოდნელი და ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს არ შევიდნენ ზღვაში, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება და დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს. სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი […]

წელს ქედაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება

ქედაში, თამარ მეფის ხიდთან მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კავიანის ციხის მიმართულებით ბილიკებისა და კიბეების მშენებლობა, მოაჯირების მონტაჟი, მოსაცდელის, ორი საპიკნიკე ფანჩატურისა და საპირფარეშოს მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის გამართვა სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა. ,,ჩვენი უმთავრესი მიზანია, არა მარტო მახუნცეთში იზრდებოდეს ტურისტთა ნაკადი, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტში. ამისთვის კოორდინირებულად ბევრს ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებებთან, რათა შევქმნათ ახალი ტურისტული მარშრუტები, […]

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება. რიგით მეთერთმეტე ფესტივალი დღეს კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნება. მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან. უახლოეს წუთებში ისინი სცენაზე შეიკრიბებიან. ხვალ კი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჯემიროქვაის კონცერტი გაიმართება. ბენდის წევრები დღის ბოლოს ჩამოვლენ საქართველოში. მანამდე კი ბათუმში კონცერტისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა ჩამოიტანეს. სცენის მონტაჟის სამუშაობი უკვე დასრულდა. ხვალინდელი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდულია და 6500-მდე […]

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. […]

მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ

ზღვისპირა ქალაქში, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მედიკოსები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე. ღამით გააღეთ ფანჯრები და დილამდე დატოვეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა. დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას მოერიდეთ. ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. თუ […]

დანაგვიანებული სანაპირო ზოლი

თამარის დასახლებაში სანაპირო ზოლის გარკვეულ მონაკვეთებში რამდენიმე დღეა მსგავსი სურათია. ტურისტულ სეზონზე, რატომ ვერ ხერხდება ნაგვის დროულად გატანა? კითხვით ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსს მივმართეთ. დავით ასამბაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ზღვამ მთელ სანაპიროზე, დიდი რაოდენობით ნაგავი გამოიტანა. გონიოდან ჩაქვამდე მონაკვეთი, სადაც სანდასუფთავების მანქანები მარტივად მიდიოდნენ უკვე მოწესრიგდა. უწყების წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე პლაჟი […]

ბათუმის ისტორიული და თანამედროვე განაშენიანება

როგორი იყო და როგორი არის ბათუმი? ქალაქის სანაპირო ინტენსიური, მაღლივი კორპუსების მშენებლობის გამო ჩაიკეტა, ეს განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებშია შესამჩნევი. ბათომის დაგეგმარების ერთ-ერთი პრინციპი კი მთისა და ზღვის ჰაერის ცირკულაცია იყო. რას ამბობენ სპეციალისტები? “აჭარის ტელევიზია”

27 ივლისს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურა +40 გრადუსამდე მოიმატებს

26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან ინტენსიურად გავრცელდება ცხელი ჰაერის მასები, რის გამოც, სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +34 +36, დასავლეთის დაბლობში +40, აღმოსავლეთის ბარში +37 +39 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში, ამავდროულად, აღმოსავლეთის ცხელი ქარი გაძლიერდება. “აჭარის ტელევიზია’

კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას შეძლებს

კურორტ გომარდულის აქციონერებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება კვირის ბოლოს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კურორტი ტურისტების მიღებას მალე შეძლებს. გომარდული ექვსი წლის წინ გაიხსნა და ვიზიტორების მიღება მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული. […]

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

ტურისტები ომანიდან ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კლუბ „სთარში“ დაცვის თანამშრომლები ცემით დაემუქრნენ, თუკი იმ თანხას არ გადაიხდიდნენ, რაც ქვითარში ჩაუწერეს. „ღამით ქუჩაში გავიარე, ტაქსის მძღოლმა გვირჩია გასართობად ღამის კლუბ „სთარში“ წასვლა, – გვიყვება ეჰმედ ნ. იგი ორ მეგობართან ერთად ბათუმში პირველად ჩამოვიდა და ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩერდა, – დაახლოებით […]

გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება. გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე […]

კურორტ “გოდერძზე” კიდევ ერთი ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

ლამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 000 000 ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს. სასტუმროში მოეწყობა ლიფტი. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგემება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტს 15 ადამიანი მოემსახურება. “ipress.ge”

ქეთი მელუას რეპეტიცია

“ზაფხულის დღესასწაული” – შოუ ბლექ-სი-არენაზე ხვალ 19 საათზე დაიწყება. პროექტის “Check in Georgia”​-ს ფარგლებში მაყურებლის წინაშე ქეთი მელუა ბენდთან და გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად წარსდგება. დღეს მუსიკოსებმა შეკვეთილში გენერალური რეპეტიცია გაიარეს.

ხვალ აჭარაში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივლისს აჭარაში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება დაიწყება, რის გამოც როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან და შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს.

ახალი ტურისტული მარშრუტი

ხულოში, ტურისტულ ობიექტებს ახალი მარშრუტი მწვანე ტბა, გოდერძი – ბეშუმის მიმართულებით დაემატა. სტატისტიკური მონაცემებით, ხულოს ტურისტულ საინფორმაციოს ცენტრს იანვრიდან – ივლისამდე ათას 109 ვიზიტორი ეწვია. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტურისტები ძირითადად ხულოს ბაგირით, ხიხანის ციხით და ადგილობრივი კერძებით ინტერესდებიან. “აჭარის ტელევიზია”

ქეთი მელუა ბათუმშია

ხვალ ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე 21 სიმღერას შეასრულებს, მათ შორის ორი ქართული იქნება. ერთი კომპოზიცია კი გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად შესრულდება. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე შესრულდება როგორც ახალი სიმღერები, ისე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ჰიტები. კონცერტი საათნახევარი გაგრძელდება და მომღერალი მაყურებელს კარგ, დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება. კონცერტის დეტალებზე მომღერალმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ბათუმში ცხოვრების […]

ჯემიროქუაის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – 27 ივლისს შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის XI ჯაზფესტივალი გაიმართება. ჯასფესტივალის ვებგვერდის მონაცემებით ბილეთები სრულად გაყიდულია ჯემიროქუაის, CORY HENRY & THE FUNK APOSTLES-ის, MATTHEW HARTNETT & THE GUMBO ALL STARS-ის, ლუ ბერის, MF ROBOTS-ისა და KORDZ-ისა და გიორგი ცაგარელის კონცერტებზე. ყველაზე ძვირი, 250 ლარი ღირდა ბილეთი ჯემიროქუაის კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. ბილეთები ჯერ ისევ იყიდება […]

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერზე ვიზიტორთა რაოდენობა 90%-ით გაიზარდა

ქედაში, ზღვის დონიდან 335 მეტრ სიმაღლეზე მახუნცეთის ჩანჩქერი მდებარეობს. ჩანჩქერს ტურისტული დანიშნულება აქვს და ბევრ მნახველს იზიდავს .აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები. ჩანჩქერზე მისულ ტურისტს ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერებაც შეუძლია. ვიზიტორები რაფტინგთან ერთად ნავით გასეირნებაც შეძლებენ, მახუნცეთის ცენტრში აგრო ბაზარსაც შეხვდებით, სადაც ადგილობრივები თაფლს, მურაბებს, ბაქლავას, ჩურჩხელებს და ყიდიან. როგორც მუნიციპალიტეტის […]

”შუამთობის” სამზადისი

ხულოში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობისთვის“ ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ეთნოგრაფიული კუთხე უნდა მოეწყოს, ასევე გამარჯვებულ კომპანიას ევალება საკონცერტო სცენის მოწყობა და 8,5 გრამიანი ოქროს სამკაულის შეძენა. ტენდერი 6 742 ლარზეა გამოცხადებული. სახალხო დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება, ჯამში ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათას ლარამდე დაიხარჯება. “აჭარის ტელევიზია”

„მუზეუმი და მეგობრები“ – გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“. წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. ღონისძიებას გააფორმებს სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრები. გამოფენა […]

შეზღუდვა წყალმომარაგებაში

უხვი ნალექის გამო, შეზღუდვებია წყალმომარაგებაში. ბათუმის წყლის ინფორმაციით, მდინარეები ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი აიმღვრა, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის, გოროდოკის და ბარცხანის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყალმომარაგება დღეს, 21:00 საათზე აღდგება. “აჭარის ტელევიზია”

ახალი ჰოსტელი ბათუმის ცენტრში

თუ ბათუმში გამგზავრებას აპირებთ და ქალაქის ცენტრში ეძებთ კომფორტულ, მყუდრო ადგილს დასარჩენად, ჰოსტელი Greendoor-ი შესანიშნავი არჩევანია. ჰოსტელის უპირატესობაა: კარგი ადგილმდებარეობა კეთილგანწყობილი პერსონალი უფასო Wifi დაცული და მეგობრული გარემო Greendoor-ი ბათუმის ისტორიულ ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ბულვარიდან, ევროპის მოედნიდან და ზღვის სანაპიროდან ფეხით ხუთ წუთში შეგიძლიათ ჰოსტელში იყოთ. ჰოსტელი ძველი, ისტორიული შენობის მეორე სართულზეა […]

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო. 2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, 583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი […]

ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზის და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, […]

უნიკალური ბუნება და ისტორია- ხიხანის ციხე

ზღვის დონიდან 2 635 მეტრზე – უძველესი ნასახლარები, შუა საუკუნეების ხიხანის ციხე და აბუსერისძეთა სასახლეები ხულოში. ციხესიმაგრემდე ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით უნდა დაფაროთ, თუმცა მოუწესრიგებელია ის გზა რომელიც საფეხმავლო ბილიკამდე მიგიყვანთ. სწორედ ამას უკავშირებენ ადგილობრივები საოჯახო სასტუმროებში სტუმრების ნაკლებობას და დაინტერესებული ტურისტების თავშეკავებას, რომლებიც გაუმართავი ინფრასტრუქტურის და დიდი მანძილის გამო ისტორიული ობიექტის ნახვაზე უარს ამბობენ. მოსახლეობა […]

ბულვარში მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განაახლეს

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ცენტრალურ ბულვარში მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განახლდა. „დაემატა 20 ახალი ქართული და უცხოენოვანი პოპ-მუსიკა“. ადმინისტრაციის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი არ განახლებულა და ძირითადად საოპერო და კლასიკური ჟანრის მელოდიები იყო. „ვინაიდიან, ბათუმის ბულვარი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებადი და ტურისტულად დატვირთული ადგილია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, […]

უსაფრთხო გარემო ვიზიტორთათვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ვიზიტორებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (გონიოს ციხე, ბათუმის ციხე,თამარის ციხე, პეტრას ციხე )კედლების, სავალი ბილიკებისა და მიმდებარე ტერიტორიის შეწამლვა ბალახის, სარეველებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შხამქიმიკატებით. ასევე, გაიწმინდა და შეიწამლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ციხეები: ,,გვარას ციხე”, ჩიქუნეთის ,,ყალივაკის ციხე”. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურების […]

ბათუმური ზაფხული 2017

ბულვარის კოლონადებთან „ბათუმური ზაფხული 2017“ პროექტი გრძელდება. 17 ივლისს ბათუმის ბულვარის სტუმრების წინაშე წარსდგა შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ანსამბლი „შუახევი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესვები. “აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”

მუზეუმების თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება

9 Photos · Updated 4 minutes ago 2017 წლის 18-19 ივლისს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით ადგილობრივი მუზეუმების თანამშრომლებისთვის ტრენინგების II ეტაპი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლები გაუძღვებიან. სამუშაო შეხვედრები საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში – egmc.gov.ge – ჩართვის მიზნით […]

უკრაინული ინვესტიციები აჭარაში

აჭარაში უკრაინიდან ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს რეგიონს უკრაინიდან 45 ათასი ტურისტი სტუმრობდა. 2013 წელს ეს რიცხვი 21 ათასი იყო, 2014 წელს – 24 ათასი, 2015 წელს კი 24 ათას 587.თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება სავაჭრო-ეკონომიკური სფეროა. 2015-16 წლებში აჭარასა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიონ 442 ათას 253 ლარი იყო.რაც შეეხება […]

ოდესის ოლქის დელეგაცია ბათუმის პორტს და სარფის საბაჟოს ეწვია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ოდესის ოლქის დელეგაციასთან ერთად ბათუმის პორტს ეწვია. ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი და დელეგაციის წევრები ბათუმის პორტის ტვირთბრუნვითა და სხვა პორტებთან თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდნენ. პორტის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს პორტის წარმომადგენელმა გააცნო. მოგვიანებით სტუმრები სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვიენ და მის მუშაობას […]

ანსამბლ “თარიკონის” კონცერტი

პროექტ „ბათუმური ზაფხული 2017-ის” ფარგლებში გუშინ ბულვარის კოლონადებთან კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით შსს-ს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “თარიკონი” წარსდგა. ანსამბლს 15 წლიანი ისტორია აქვს. ბოლო 3 წლის განმავლობაში იგი შსს პატრონაჟით მოღვაწეობს. ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და […]

17-18 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17 – 18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 19 – 23 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება […]

ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი

ამ წუთებში სპეციალისტები შავი ზღვის აკვატორიაში, სარფიდან ჩოლოქამდე ზღვის წყლის ხარისხს ამოწმებენ. სინჯებს რამდენიმე მაჩვენებელზე აიღებენ. მონიტორინგს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ყველა ათ დღეში ატარებს. წინა კვლევა 7 ივლისს ჩატარდა. “აჭარის ტელევიზია”

დელფინის ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი 7 თვეში

შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიზეზი შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექცია იყოს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს, ასევე მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153. “აჭარის ტელევიზია”

ბათუმში სასმელი წყლის შადრევნების მონტაჟი დასრულდა

ქალაქის მასშტაბით სულ 44 ერთეული სასმელი წყლის შადრევანი დამონტაჟდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურ რეჯიმში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოებსა და სკვერებში საბაღე სკამებისა და ფანჩატურების დადგმა. სამუშაოები “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დაგეგმილია 123 ერთეული ფანჩატურის განთავსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 95 ათასი ლარი დაიხარჯება. “ბათუმის მერია”

“სუფთა ქალაქი”

შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების მორწყვის სამუშაოები. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები სამუშაოებს დილის 05:00 საათიდან გვიან ღამემდე ახორციელებენ. რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დღეში 2-ჯერ ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები დამატებით სამუშაოებს განახორციელებენ. ასევე, რეგულარულად მიმდინარეობს სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანის სამუშაობი, რაც 24 საათის […]

“დაიწყე დილა ჯანსაღად”

ქობულეთში ცენტრალურ პარკში დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მიმდინარეობს. სპორტული აქტივობა 15 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მიმდინარეობს.

23 ივლისს ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

მორიგი საკონცერტო შოუს “ბლექ სი არენა” 23 ივლისს უმასპინძლებს. ამჯერად მაყურებლის წინაშე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა ინგლისურ ბენდთან ერთად წარსდგება. საღამოს სპეციალური სტუმარია გორის ქალთა გუნდი. კონცერტი ”ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ტარდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ქეთი მელუა საქართველოში 21 ივლისს ჩამოვა. “აჭარის ტელევიზია’

”ჯაზ ბიგ-ბენდის” კონცერტი

”ბათუმური ზაფხული 2017” გრძელდება. გუშინ საღამოს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ჯაზ ბიგ-ბენდი წარსდგა. კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა, შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია. დღეს, 20 საათზე კონცერტს ანსამბლი ”თარიკონი” გამართავს. ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. “აჭარის ტელევიზია”

საქველმოქმედო საღამო

ქველმოქმედება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ფონდ ,,ბილივის’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო, სადაც ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა შეიძინეს. გათამაშდა ლატარიის ბილეთები. საღამოს მუსიკალურად თბილისის ბიგ- ბენდის სოლისტი, მაია ბარათაშვილი აფორმებდა. ღონისძიებიდან შესული თანხა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მოხმარდება. “აჭარის ტელევიზია”

სასწრაფო სამედიცინო დახმარება უცხოეული ტურისტებისთვის ფასიანია

სასწრაფო სამედიცინო დახმარება უცხოეული ტურისტებისთვის ფასიანია. ქალაქის მასშტაბით გამოძახება 50, სარფში კი 70 ლარი ღირს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორის მოადგილის თქმით, დღის განმავლობაში უცხოელების მხრიდან 10-12 გამოძახება ფიქსირდება. ბადრი პაქსაძის თქმით, პარალელურად ბულვარის ტერიტორიაზე მუდმივ რეჟიმში ერთი ბრიგადა იმყოფება, რომელიც უცხოელებს სამედიცინო დახმარებას უფასოდ მოემსახურება. “აჭარის ტელევიზია”

მომდევნო 3 დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

მომდევნო 3 დღის განმავლობაში სანაპირო კურორტებზე მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსი იქნება

ბეშუმში სეზონი გაიხსნა

ბეშუმში საკურორტო სეზონი გაიხსნა. ხულოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით დამსვენებლებს გამართული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამ დროისთვის ბეშუმში შიდა გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი იხარჯება. კვლავ პრობლემად რჩება კურორტთან მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული მონაკვეთი საგზაო დეპარტამენტის მომდევნო წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კი იმ ოჯახების […]

“ბათუმური ზაფხული 2017”-კონცერტები გრძელდება

“ბათუმური ზაფხული 2017” გრძელდება. პროექტის ფარგლებში გუშინ საღამოს კონცერტი ბულვარის კოლონადებთან ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა გამართეს. შესრულდა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები. პროექტს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. კონცერტები ყოველ საღამოს 20 საათზე იწყება. ‘აჭარის ტელევიზია”

ნაპირსამაგრი სამუშაოები

ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები და ახალი სანაპირო ზოლის მოწყობა მიმდინარეობს ► პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, კეთდება არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დასაკავშირებელი 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი. ► სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. ► აზიის განვითარების ბანკმა ახალი სანაპირო ზოლის მოწყობისა და ბათუმის ნაპირდაცვის რეაბილიტაციისთვის 30 მილიონ ლარზე […]

შეკვეთილში რკინიგზის სადგური აშენდება

კურორტ შეკვეთილში, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალზე, ნატანების სარკინიგზო სადგურსა და წვერმაღალის სარკინიგზო გაჩერებას შორის, „შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის სადგურის მშენებლობა დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. აშენდა თანამედროვე დიზაინის რკინიგზის სადგური, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე” გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან […]