სპორტი49 Videos

სამი ოქრო ანაჰაიმიდან: ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა რეკორდსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დააფიქსირა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აკვრაში 243, 250 და 257 კილოგრამები შეუკვეთა და სამივე წარმატებით დაძლია. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძეს 477 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. გარდა ამისა, ატაცში, ქართველმა ასევე მსოფლიო რეკორდი […]

ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო აალაპარაკეს – BBC, The Telegraf რას წერენ გავლენიანი გამოცემები

რაგბში საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში გავლენიანი გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა. BBC, The Telegraf და სხვა გავლენიანი გამოცემები ქართველი ბორჯღალოსნების BBC ქართველ მორაგბეებზე: უელსი საქართველოს თავდასხმას გადაურჩა ასეთ შეფასებას აძლევს სპორტული მიმომხილველი რაგბში საქართველო-უელსის შეხვედრას. “უელსელებმა თამაშის დასაწყისში ინიციატივა აიღეს და სწრაფი თამაშის ხარჯზე ლელო დადეს. მიუხედავად ამისა, თამაშის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველომ […]

ზუგდიდელი ბიძაშვილების 8 მედალი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატიდან

ალბანეთში, ქალაქ დიურესში ძალოსნობაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ზუგდიდელმა გიორგი ჩხეიძემ მძიმე წონით (105+) კატეგორიაში მორიგ წარმატებას მიაღწია. მან ატაცში 185 და აკვრაში 231, ჯამში 416 კილოგრამი მოაგროვა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა. „ მთელმა ნაკრებმა დავდეთ ის შედეგი, რასაც არ ველოდით. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით – ატაცში 1 კგ-ით მეტი პირადი რეკორდი […]

ნემსაძემ “პსჟ”-ს ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოიძახა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცმა, გიორგი ნემსაძემ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის განაცხადში, ფრანგული გრანდის “პარი სენ ჟერმენის” ქართველი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე არ შეიყვანა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, 24-30 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისში უმასპინძლებს იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს. 17-წლამდელები ტურნირისწინა ბოლო, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და მთავარმა მწვრთნელმა უკვე […]

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის, -55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა ფინალში ტიტულოვანი ნატიგ ყურბანლი დაამარცხა და კარიერიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე.

სტადიონზე შეჭრილი ქართველი გულშემატკივარი ფრანჩესკო ტოტის ჩაეხუტა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ – მატჩის 83-ე წუთზე, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და იტალიელ ფებურთის ლეგენდას ფრანჩესკო ტოტის ჩაეხუტა. სტადიონის დაცვის სამსახურმა სწრაფად მოახერხა სიტუაციის გაკონტროლება და ეს ინციდენტი სწრაფად ამოიწურა. შეხვედრა მსოფლიო ნაკრების გამარჯვებით, 6:5 დასრულდა. დინამო არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა 11 გოლი და დიდი საფეხბურთო დღესასწაული იხილა. შეგახსენებთ, რომ მატჩი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა […]

საქველმოქმედო მატჩი „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ 29 სექტემბერს, დინამო არენაზე გაიმართება

29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე,მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ, რომლიდან შემოსული თანხა მიმდინარე წლის ზაფხულში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან […]

მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი ზუგდიდელი დავით სამუშია გახდა

უნგრეთში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, დავით სამუშიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამუშია 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მან ფინალურ შერკინებაში ლიტველი სპორტსმენი დაამარცხა. ცნობისთვის, დავით სამუშია 2017 წლის 20 მაისს  მკლავჭიდში  ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელიც პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში გაიმართა. წყარო: ipress.ge

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვენაში ავსტრიის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. ჯვაროსნების რიგებში ჯანო ანანიძეს გადაცემის შემდეგ გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს გამართული 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ბოლოს წინა მე-5 ადგილზე იმყოფება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უელსის […]

ფოთის „კოლხეთი“ მთავარმა მწვრთნელმა და რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა

ფოთის “კოლხეთი 1913” მთავარმა მწვრთვნელმა, გელა სანაიამ, ასისტენტმა, გიგა გვიჩიამ, ფიზ-მომზადების მწვრთნელმა, აკაკი კუპრეიშვილმა და ოთხმა წამყვანმა ფეხბურთელმა – კოვტალიუკმა, კორობკამ, დაფემ და საქართველოში ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, სიკაჩმა დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის წინ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. “მეცხრე ტალღა”

ფოთში,მალთაყვის სანაპიროზე საცხენოსნო შეჯიბრება გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის მხარდაჭერითა და სპორტული კლუბი “მალთაყვას” ორგანიზებით,  28 აგვისტოს ფოთში, საქართველოს საცხენოსნო კლუბებს შორის გაიმართა შეჯიბრება „კონკური” (საცხენოსნო შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში). შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ცხენოსანმა მიიღო. 18 წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის თეონა ლაშხიამ გაიმარჯვა, ხოლო უფროსი ასაკის ცხენოსნებს შორის შალვა გაჩეჩილაძემ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი […]

ბათუმში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც სამხარაულის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს, სულ რამდენიმე დღეში, ბათუმის ცენტრალური სტადიონის გარევიზიებული საბოლოო პროექტი იქნება მზად. ზურაბ პატარაძე: “ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩვენ ამ პროექტს მივიღებთ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საშუალება, ერთად ვიზეიმოთ […]

ქალაქის ქუჩების დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქის ქუჩების დასუფთავებითი სამუშაოები გრძელდება. მოწესრიგდა ე.წ. ჭაობის მიმდებარე ტერიტორია და ძველი ბათუმის ქუჩები. სამუშაოები შპს “სანდასუფთავების” სამსახურმა შეასრულა. ‘ბათუმის მერია’

ქვიშის რაგბის ფესტივალი

ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დღეს დასრულდება. შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი 4 საათზე რაგბი არენაზე დაიწყება. ტურნირში 4 ქვეყნიდან მამაკაცთა და ქალთა გუნდები მონაწილეობს. შეჯიბრება სარაგბო კლუბ “ბათუმი”-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. რამდენიმე დღის წინ აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი შეიქმნა რომელსაც კახაბერ კოტრიკაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, რეგიონს როგორც გოგონათა ასევე ვაჟთა გუნდი ეყოლება. ფესტივალი […]

იყავი ჯან-მრთელი – მარათონი დეპუტატების მონაწილეობით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ილია ვერძაძემ, ბათუმში, მარათონულ გარბენში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის – ფატი ხალვაშის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ მარათონში „იყავი ჯან-მრთელი“ , 2 კილომეტრიან დისტანციაზე 50-მდე მსურველმა ირბინა. ქალებსა და ვაჟებს შორის გამოვლენილი გამარჯვებულები ორგანიზატორმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. “აჭარის უმაღლესი საბჭო”

ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 იწყება

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ბათუმის „რაგბი არენაზე“ (ლეონიძის 5) გაიმართება. ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის ინფორმაციით, წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში კაცთა 8 და ქალთა 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბრიტანული, რუსული და თურქული გუნდები. კაცთა ტურნირის მონაწილეები არიან: მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, […]

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. […]

შეჯიბრება გრეპლინგში

მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი სპორტის 7 სახეობაში დღეს სრულდება. უკვე დააჯილდოვეს გრეპლინგის მონაწილეები. სპორტის ამ სახეობაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად ირანის, თურქეთის, რუსეთის, აზერბიჯანისა და სომხეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 150 მოჭიდავე სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კომფედერეაციამ ჯამში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეს სიგელებთან ერთად 15 ოქროს, 15 ვერცხლისა და 30 ბრინჯაოს სინჯის მედლები გადასცა. ‘აჭარის ტელევიზია”

ყატარის პრინცესა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ყატარის პრინცესას, შეიხა ბინტ ჰამად ალთანს უმასპინძლა, რომელიც გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელი ლონდონსა და ეგვიპტეში. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში სპორტის მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პროპაგანდა, რაც ითვალისწინებს მსოფლიო დონის შეჯიბრებებს ფეხბურთში სახელწოდებით „SATUC WORLD CUP”, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, პროცესში […]

სპორტსმენების დაჯილდოვება

სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვება. ხულოში 29 წარმატებული სპორტსმენი და 12 მწვრთნელი გამგეობისგან ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდა. საქართველოს და ევროპის ჩემპიონების დაჯილდოებისთვის ხულოს ბიუჯეტიდან 10 ათას 980 ლარი დაიხარჯა. სპეციალურად ამ დღისათვის გამგეობამ ცნობილი მომღერლები დედაქალაქიდან მოიწვია. მათ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კონცერტი გამართეს. “აჭარის ტელევიზია”

ტენდერი სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. პირობების მიხედვით, სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. საწყისი სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. წინადადებების მიღება 9 აგვისტოს დასრულდება. ახალი სპორტკომპლექსის პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. “აჭარის ტელევიზია”

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა. შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა. „არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებთან […]

სამთო ბანაკი რაჭაში

ბათუმის მერიის თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები რაჭის სამთო ბანაკში გაემგზავრნენ. ბანაკი 23 ივლისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 25 ახალგაზრდა მიიღებს. სამთო ბანაკის წევრები სხვადასხვა ფიზიკურ და ინტელექტუალურ აქტივობაში ჩაერთვებიან, დაეუფლებიან სამთო ხელოვნებას, კლდეზე ცოცვას, მწვერვალის დალაშქვრასა და მდინარეზე თოკით გადასვლას. გარდა ამისა, კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყობა სახალისო და ინტელექტუალური თამაშები. მონაწილეები ა(ა)იპ […]

ახალი სპორტული კომპლექსის პროექტი

სპორტული სკოლის პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი.კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება. “აჭარის ტელევიზია”

“ბეთლემი” 1:1 “კოლხეთი”

1 : 1 დასრულდა შეხვედრა ქედის “ბეთლემსა” და ხობის “კოლხეთს” შორის. ქედის ” ბეთლემი” სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შემდეგი შეხვედრა “ბეთლემს” 24 ივლისს ხონის “იმერეთთან” ექნება. “აჭარის ტელევიზია”

“დაიწყე დილა ჯანსაღად”

ქობულეთში ცენტრალურ პარკში დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მიმდინარეობს. სპორტული აქტივობა 15 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გაგრძელდება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ღონისძიება ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მიმდინარეობს.

ტურნირი მინი ფეხბურთში

ამხანაგური შეხვედრა მინი-ფეხბურთში. ერთმანეთს ერევნის 2017 წლის ჩემპიონი გუნდი ლეო და C ლიგის გამარჯვებული აჭარის ნაკრები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 9-ით 5 დასრულდა. “აჭარის ტელევიზია”

ტურნირი ტანვარჯიშში დასრულდა

რუსუდან სიხარულიძის სახელობის მე-5 საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურსა და ცალკეულ იარაღებში გოგონებსა და ვაჟებში – სულ 10 მედალი მოიპოვა. მათ შორის ორი ოქრო. შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. “აჭარის ტელევიზია”

ზურაბ პატარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული შეკრებებისა და ღონისძიებების ხელშეწყობაზე. რაგბის კავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონი გამოირჩევა როგორც რაგბის მიმართულებით არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ისე ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა რაგბისტებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა ყველა არსებული რესურსით […]

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი ტანვარჯიში

რუსუდან სიხარულიძის სახელობის ტურნირი ტანვარჯიში სტარტს დღეს ოფიციალურად აიღებს. საერთაშორისო შეჯიბრება ბათუმში მეხუთედ ტარდება და 14 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. წელს საქართველოდან 2 ვაჟთა და 1 გოგონათა გუნდი იასპარეზებს. მსჯათა კოლეგიის წევრები ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები არიან. შეჯიბრება ხვალ დასრულდება. გამარჯვებულებს თასები, მედლები და საჩუქრები გადაეცემათ. “აჭარის ტელევიზია’

ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მასში საქართველოდან, სომხეთიდან აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 165 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ფინალისტთა უმრავლესობა ქართველი სპორტსმენები გახდნენ. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზატორობით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ‘აჭარის ტელევიზია”

მინი სტადიონების რეაბილიტაცია ქედაში

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ცხემნისა და ორცვის მოედნების მოწყობა დასრულდა. ქედის გამგეობის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე სოფელ უჩხითში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “ტვ 25”

საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქ. ბათუმში, ფრენბურთის მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში. ჩემპიონატი მიზნად ისახავს ქალთა ფრენბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით. “აჭარის ა.რ.სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი”

ნინო ბაშარულის კონცერტი

ბათუმმა ნინო ბაშარულის და ბოშური დინასტიის ვირტუოზების ერთობლის პროექტს უმასპინძლა. მუსიკოსების რეპერტუარში ბოშური და ქართული ელემენტების სინთეზია. უცხოელი მუსიკოსები პოპვარსკვლავ მადონას ბენდში უკრავენ და ისინი ამჯერად ქართველი შემსრულებლით დაინტერესდნენ. ერთობლივი პროეტის ფარგლებში მოეწყობა მსოფლიო ტურნე, რომელიც სტარტს საქართველოდან აიღებს. “რადიო აჭარა”

ტურნირი ძიუდოში

ბათუმში, სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში დასრულდა. გამარჯვებისთვის 5 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იბრძვის. “აჭარის ტელევიზია”

ტურნირი მკლავჭიდში

ბათუმში რამდენიმე წუთის წინ სტარტი აიღო შეჯიბრება მკლავჭიდში. მონაწილეები აჭარის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. “აჭარის ტელევიზია”

“იაგელონია” VS “დინამო”

დღეს პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკში ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. იაგელონია ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და პოლონელებმა მინიმალური ანგარიშით 1-ით ნოლი გაიმარჯვეს. ბათუმელებს შემდეგი ეტაპზე გასასვლელად 2 ბურთის გატანა სჭირდება სტუმრად. მატჩი საქართველოს დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია […]

ვლადიმირ ვაისი: ეს თაობა ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, შვედეთთან შეხვედრამდე, 19-წლამდელების ვარჯიშს დაესწრო და მედიასთან გუნდის შესახებ ისაუბრა. ვაისის განცხადებით, ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ხარისხიანი თამაში აჩვენეს და ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. “ქართველმა ახალგაზრდებმა ხარისხიანი ფეხბურთი და კარგი ხასიათი აჩვენეს. მიუხედავად წაგებისა იგრძნობა, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც უკვე დიდი ხანია ქართული ფეხბურთის შესახებ […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი სემ ქუერთან დამარცხდა და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის დიდი სლემის გათამაშებაზე, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელ სემ ქუერისთან მარცხი განიცადა და ტურნირს დაემშვიდობა. შეხვედრამ 1:53 საათს გასტანა. ბასიაშვილი კი, მსოფლიო კვალიფიკაციის 28-ე ნომერთან, ოთხ სეტში – 4:6, 6:4, 3:6, 3:6 დამარცხდა და ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი, ხვალ წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს ბედს. ბასილაშვილის მეწყვილე, ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაუერი […]

პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, პარაფარიკაობაში, “კილინსკის ხმლის” ეტაპზე, ქართველმა პარამოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავდაპირველად შვიდევე მონაწილემ – ორმა ფრანგმა, რუსმა, პოლონელმა, ჰონკონგელმა, თურქმა და ნინო თიბილაშვილმა – ამავე ტურნირის გამარჯვებულმა ახალგაზრდებს შორის ხმლით შეჯიბრში, წრიულად იასპარეზეს. ქართველმა პარამოფარიკავემ რუს ალიონა ევდოკიმოვასთან მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაამარცხა ფრანგი ამელი დიონი (5:0), ჰონკონგელი […]

საქართველომ შვედეთი დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, შვედეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. ანგარიში, მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. შვედების დაცვის ცენტრი ჩავარდა, საქართველოს ნაკრების მეშვიდე ნომერმა კი მეტოქე გუნდის მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:0. პირველე ტაიმში, მთლიანობაში უკეთესად გიორგი ყიფიანის გუნდი გამოიყურებოდა. კოხრეიძეს ისევ ჰქონდა გატანის შანსი, […]

გიორგი ყიფიანი: ხასიათი გამოვავლინეთ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელი, გიორგი ყიფიანი, შვედეთის დამარცხების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილია და აცხადებს, რომ თითოეულმა მათგანმა, სასურველი შედეგის მისაღწევად, მაქსიმუმი გაიღო. “ველოდებოდით, რომ იქნებოდა ძალიან დაძაბული თამაში, რთული, ფიზიკური თვალსაზრისითაც. როგორ მოვახერხებდით აღდგენას, ფსიქოლოგიური კუთხით. დღეს, ორივე გუნდს სჭირდებოდა მოგება, რომ შეენარჩუნებინა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. შესაბამისად, ამ რთულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ ჩვენ. […]

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა

ირაკლი მიქელაძემ პრემია სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით,  1800 ლარი 23 ივნისს ხაზინაში გადარიცხა. ”რა თქმა უნდა არ არსებობს არავითარი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ  ვერ დავუშვებდი რომ, თუნდაც ერთ ადამიანს ჩემი საქმიანობის შესახებ კითხვები დარჩენოდა.” ირაკლი მიქელაძის თქმით, ის სამი თვის განმავლობაში გერმანიაში ოჯახური მიზეზების გამო იმყოფებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის […]

საერთაშორისო ტურნირი კრივში „ბათუმის თასი 2017“.

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ა.რ. კრივის ფედერაციის ორგანიზებით  4-8 ივლისის ჩათვლით ქ. ბათუმში, სპორტულ ცენტრში ტარდება საერთაშორისო ტურნირი კრივში – „ბათუმის თასი 2017“. ტურნირის, რომელიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ტარდება, მიზანია მეზობელი რეგიონების სპორტსმენებს შორის ურთიერთობების გამყარება და საუკეთესო სპორტსმენების შერჩევა. “აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო”

ქედის გოგონათა ნაკრები მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017”-ის ფარგლებში, ქედის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა 27 ივნის ქუთაისში პირველი ადგილი მოიპოვა და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაგიდის ჩოგბურთში დაიმსახურა. დასავლეთის ზონის პირველი ადგილის დამაჯერებლად მოპოვების შემდეგ, აღმოსავლეთის გამარჯვებულ გუნდებთან ფინალური თამაშები გამართა და უპირატესი გამარჯვებები ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. შედეგად 4 სპორტსმენი ვაიოს სექციიდან: ლინდა ჩიკვაიძე, ელზა მახაჭაძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი მომავალ წელს მალტაში […]

ბათუმის ”დინამო” დღეს პოლონეთის ”იაგელონიას” დაუპირისპირდება

ბათუმის “დინამო” დღეს  პოლონეთის “იაგელონიას” შეხვდება. თამაში ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  20:00 საათზე დაიწყება. ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებმა შეკრება უკვე დაიწყეს. უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რანგით მეორე ტურნირია. თამაშის უფლება “დინამო ბათუმმა” გასული წლის დეკემბერში მოიპოვა. საკლუბო ტურნირი ორ მატჩიანია საპასუხო შეხვედრას დინამო ბათუმი 6 ივლისს პოლონეთში გამართავს. “აჭარის ტელევიზია”

ხელვაჩაურში ხელბურთელთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

ხელვაჩაურის სპორტსკოლაში სტარტი აიღო ცნობილი ხელბურთელის ოთარ ფაღავას სახელობის საერთაშორისო ტურნირმა ხელბურთში. შეჯიბრება 16 წლამდე ასაკის გუნდებს შორის მიმდინარეობს. ტურნირი 3 დღეს გაგრძელდება და მასში ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს.

კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება. საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და […]

კენჭაძე და მაჭარაშვილი ჭიდაობის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ახალაგზრდებს შორის, პირველ სათამაშო დღეს, ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა ( 97 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში, კენჭაძემ თურქ კუჩუკილდიმირს 1:4 სძლია და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. გივი მაჭარაშვილმა კი ასევე თურქ ჩიფჩი, დიდი ანგარიშით – 13:5 დაამარცხა და ისიც ფინალში იასპარეზებს. ამ წუთებში დაიწყება ნახევარფინალი, უკრაინელ […]